რეზონანსი
09.04.2026

ბათუმელი მოდელის მარიამ შუკაკიძის ყოფილი მეუღლე, დავით ბოლქვაძე სოციალურ ქსელში მიმართვას

ავრცელებს.

„ჩემო კეთილო ადამიანებო, ყველა გაიგებდით რომ, სამწუხაროდ მე და ჩემი მეუღლე დავშორდით ძალიან ბევრმა ეს ამბავი გულთან მიიტანეთ, რისთვისაც მადლობას გიხდით. მინდა რომ, ყველა ჩემ მეგობარს ესმოდეს, ჩემმა ყოფილმა მეუღლემ, სამი ანგელოზი მაჩუქა. რისთვისაც მე ყოველთვის მადლიერი ვიქნები. მე, პირადად ჩემ ყოფილ მეუღლეს, მუდამ ბედნიერებას ვუსურვებ. უფლის ნება იყო რაც მოხდა და უფლის ნება იქნება, რაც მომავალში იქნება. 

არავის მივცემ უფლებას ჩემი შვილების დედაზე ცუდი ილაპარაკოს და არანაირად არ მესიამოვნება, რამე

უსიამოვნოს გაგება და შესაბამისი რეაქცია მექნება როგორც ყველა ღირსეულ კაცს.

უფალმა დაგლოცოთ ყველა და ტკბილი ღვთისმშობლის კალთა გფარავდეთ ყველა ჩვენგანის ოჯახებს“, - წერს დავით ბოლქვაძე.

ცნობისთვის, ქართველი მოდელი მარიამ შუკაკიძე სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ მარიამი მეუღლეს დაშორდა, რომელიც პროფესიით კაპიტანი იყო. ცნობისთვის წყვილი 8 წელი იმყოფებოდა ოფიციალურ ქორწინებაში. თუმცა მარიამმა მალევე იპოვა ახალი რჩეული და საზოგადოებას ის უკვე სიამაყით წარუდგინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×