რეზონანსი
08.04.2026

რუსთაველის ეროვნულ თეატრში რობერტ სტურუას სპექტაკლის - "ვეფხისტყაოსნის“ ნაწილი პირველი: "ამბავი როსტევან არაბთა მეფისა” პრემიერა გაიმართა, რომელსაც არნახული კრიტკა მოჰყვა...

"ერთი მილიონი დაგვიხარჯავს ჩვენი ჯიბიდან იმაში, რომ რობერტ სტურუას დადგმულ უცხო მოყმეზე შემოხვეული ეს TEMU-დან გამოწერილი ვეფხვისფერი "ტრიაპკა" შუქზე გვეხილა“ , "ვნების შვიდეული და ..."ვნებისტყაოსანი" რუსთაველის ეროვნულ თეატრში“ - წერენ კრიტიკოსები სოციალურ ქსელში.

კრიტიკოსებს რობერტ სტურუამ სოციალურ ქსელში საგანგებოდ უპასუხა:

"ასეც ვიცოდი ნაცისტებს, ვითომ ქართველებს,“ვეფხისტყაოსანი” არ წაუკითხავთ!

გთხოვთ, ნუ ჰბაძავთ, ძმებ ნაცებს, ყველა დიდ ქართველ გენიოსებს, მიწაში რომ დებენ, ბოღმით ამომხმარნი!!! იმათაც გამორჩათ, ისევე როგორც ძალიან წესიერ ქალწულებს დაავიწყდათ, დიდი რუსთაველის სტრიქონი, (შესაძლოა ქართულს კარგად არ ფლობენ!)

როცა ავთანდილი თინათინმა იხმო:

"გ ა ძ ც ვ რ ი ლ ს ა ტანსა ემოსნეს ყარყუმნი უსაპირონი!”

აკაკიმ თქვა, რომ - 1000 ქართველში ოთხს ან ხუთს თუ ექნება გადაკითხული “ვეფხისტყაოსანიო”!

დღეს როგორაა საქმე - სავსებით ნათელია! ძალიან აღელდნენ მარკიზ დე სადის მონაწილეები, და ძალზე წესიერი, უშვერ სიტყვათა ოსტატი ქალწულებმაგვარი პოლიტიკოსი ქალები( შემოსავალზე ფიქრობენ ალბათ!)! ვხსნი: “თინათინისაგან ავთანდილის გაგზავნა მის ყმის საძებრად”

127. პირველი სტრიქონი: ნოდარ ნათაძეს კომენტარი:

“გ ა ძ რ ც ვ ი ლ ს ა - შიშველ ტანზე!”

გთხოვთ, სანამ წინასწარ დაწერილ მორეცენზიო აზრებს დაბეჭდავთ სპექტაკლზე, მაინც გადაიკითხოთ უდიდესი პოეტის უდიდესი პოემა!!! - წერს რობერტ სტურუა სოციალურ ქსელში.

პრემიერა რუსთაველის ეროვნულ თეატრში 6 აპრილს შედგა და იმის შემდეგ კრიტიკა არ წყდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×