მარიამ ვეკუა
08.04.2026

უკრაინული მხარე აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტას მიესალმება და „ანალოგიური პასუხისთვის" მოსკოვის თავდასხმების შეწყვეტის შემთხვევაშიც მზადყოფნას გამოხატავს, მიუხედავად იმისა, რომ ფრონტის ხაზი ბოლო ექვსი თვის განმავლობაში პრაქტიკულად არ შეცვლილა და რუსეთი შეტევებს კვლავ განაგრძობს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 8 აპრილს განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტას მიესალმება და დასძინა, რომ კიევი მზად არის „ანალოგიურად პასუხისთვის" თუ მოსკოვი უკრაინაზე დარტყმებს შეწყვეტს.

ზელენსკიმ იქსზე დაწერა, რომ „უკრაინა ყოველთვის მოუწოდებდა ცეცხლის შეწყვეტისკენ იმ ომში, რომელსაც რუსეთი აქ, ევროპაში, ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხის წინააღმდეგ აწარმოებს, და ჩვენ ვუჭერთ მხარს ცეცხლის შეწყვეტას ახლო აღმოსავლეთსა და სპარსეთის ყურეში, რაც დიპლომატიური ძალისხმევის გზას ხსნის."

„ყველასთვის აშკარაა, რომ ცეცხლის შეწყვეტამ შეიძლება შექმნას სწორი წინაპირობები შეთანხმებებისთვის," - დასძინა მან.

აღსანიშნავია, რომ უკრაინამ ახლო აღმოსავლეთში 200-ზე მეტი სპეციალისტი გაგზავნა, რათა აშშ-ს ირანის დრონული თავდასხმების წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმაროს. ზელენსკის განცხადებით, „უკრაინელი სამხედრო ექსპერტების ჯგუფები რეგიონში მუშაობას გააგრძელებენ, რათა უსაფრთხოების შესაძლებლობების შემდგომ განვითარებას შეუწყონ ხელი."

ფრონტის ხაზი ამ კვირაში

უკვე მესამედ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსეთმა განაცხადა, რომ სრულად დაიკავა ლუგანსკის რეგიონი. რუსეთის სამხედრო ძალები ლუგანსკის თითქმის მთელ ტერიტორიას აკონტროლებენ - საუბარია აღმოსავლეთ უკრაინის ოთხი რეგიონიდან ერთ-ერთზე, რომლის ანექსიაც მოსკოვმა უკანონოდ სცადა. გაურკვეველია, რატომ ჩათვალა რუსეთმა საჭიროდ კიდევ ერთხელ განეცხადებინა, რომ მისმა ძალებმა „დაასრულეს ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მთელი ტერიტორიის გათავისუფლება".

ანალიტიკოსები თქმით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ახასიათებს, როცა საუბრობს მიღწეულ წარმატებებზე, როდესაც ფრონტის ხაზი ფაქტობრივად თითქმის არ იცვლება. გარდა ამისა, რუსული ძალები სამხრეთ უკრაინაშიც დრონებით იერიშებს აგრძელებენ.

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: „ცეცხლის შეწყვეტამ შეიძლება შექმნას სწორი წინაპირობები შეთანხმებებისთვის"

მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში რუსეთის წინსვლა უკრაინაში შენელდა და დღეში დაახლოებით 5 კილომეტრს შეადგენდა, მაშინ როცა 2025 წლის პირველ კვარტალში ეს მაჩვენებელი 11 კილომეტრი იყო - ამის შესახებ ომის მონიტორინგის ორგანიზაციები იუწყებიან მათ შორის "ომის შესწავლის ინსტიტუტი".

ამასთან, ფრონტის ზოგიერთ მონაკვეთში წინსვლა უკრაინელებსაც ჰქონდათ. უკრაინამ უარყო განცხადება, თითქოს ლუგანსკის მთელი რეგიონი ახლა რუსეთის კონტროლის ქვეშ არის. „ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ფრონტის ხაზი თითქმის საერთოდ არ შეცვლილა." - განაცხადა უკრაინის სამხედრო წარმომადგენელმა, ვიქტორ ტრებუგოვმა.

უკრაინის მესამე არმიის კორპუსმა, რომელსაც ლუგანსკის დაცვა ევალება, განაცხადა, რომ რუსებმა რეგიონის სრულად დაკავების მცდელობის ფარგლებში ორი სოფლის მიმართულებით 144 იერიში უშედეგოდ განახორციელეს.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×