
თბილისის საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალაიას საქმეზე სამშაბათს ბრალდებისა და დაცვის მხარეები მტკიცებულებების საკითხზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - პროკურატურა ჩანაწერებსა და ექსპერტიზას ეყრდნობა, ხოლო დაცვა კი უარყოფს.
სასამართლოზე ბრალდების მხარის ორი მოწმე დაიკითხა - ექსპერტი, რომელმაც გამოიკვლია პრეზიდენტის სასახლის ღობის დაზიანება, მეორე მოწმე - დაზარალებული პირი. ადვოკატები კი ამტკიცებენ, რომ საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რაც ბაჩო ახალაიას ბრალს დაადასტურებს.
„ბაჩო ახალაიას ბრალი ედება როგორც ორგანიზატორს, მაგრამ რაიმე სახია კომუნიკაცია 4 ოქტომბერზე არ ჰქონია," - განაცხადა ადვოკატმა. მისი თქმით, ჩანაწერები, სადაც თითქოს ახალაია და პაატა ბურჭულაძე 4 ოქტომბრის აქციაზე საუბრობენ, აუთენტური არ არის.
სასამართლო სხდომის დარბაზში ბაჩო ახალაიაც იმყოფებოდა.
„ძალიან მინდა, ამ პროცესს ყველა დავესწროთ და ვნახოთ, რა უნდა თქვას ექსპერტმა ბაჩოს წინააღმდეგ და საერთოდ რასთან გვაქვს საქმე. ეს სასამართლო თავიდან ბოლომდე „ფეიკია", ამ შენობაში პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს აფორმებენ, მას სამართალთან კავშირი არა აქვს. არანაირი მტკიცებულება არ არის საქმეში, არც დაზარალებულია, არც მოწმე. ეს რომ საზოგადოებამ არ დაინახოს, სწორედ ამიტომაა სხდომა დახურული", - განაცხადა ახალაიას მეუღლემ სასამართლოში შესვლამდე.
- ანი ნადარეიშვილი: არანაირი მტკიცებულება არ არის საქმეში, არც დაზარალებული ჰყავს საქმეს"
მიუხედავად დაცვის მხარის მტკიცებისა, რომ სატელეფონო ჩანაწერი, რომელშიც ბაჩო ახალაია და პაატა ბურჭულაძე 4 ოქტომბერს განვითარებულ პროცესებზე საუბრობენ, ყალბია, ექსპერტიზის დასკვნა საპირისპიროს ამტკიცებს.
პროკურატურის ვერსიით, ბაჩო ახალაიამ „ტექნიკური მობილური საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით დააორგანიზა და პირადად ხელმძღვანელობდა პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის და სხვა პირების დანაშაულებრივ ქმედებებს."
ახალიას ბრალდება სსკ-ს 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ. კანონით ეს დანაშაული 3 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალოსწინებს. სასამართლო, ახალაიას 4 ოქტომბრის საქმეზე ძალადობის ორგანიზებაშიც ედავება, რაც 9 წლამდე ციხეს ითვალისწინებს.
ფრაზა: ახალაიას ცოლი ანი ნადარეიშვილი: „ძალიან მინდა, ამ პროცესს ყველა დავესწროთ და ვნახოთ, რა უნდა თქვას ექსპერტმა ბაჩოს წინააღმდეგ და საერთოდ რასთან გვაქვს საქმე. ეს სასამართლო თავიდან ბოლომდე „ფეიკია", ამ შენობაში პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს აფორმებენ"
ფრაზა:
ანი ნადარეიშვილი: არანაირი მტკიცებულება არ არის საქმეში, არც დაზარალებული ჰყავს საქმეს"