რეზონანსი
07.04.2026

რუსეთმა და ჩინეთმა ვეტო დაადეს გაეროს რეზოლუციას, რომელიც ჰორმუზის სრუტის გახსნას ისახავდა მიზნად. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ბაჰრეინის მიერ წარდგენილი რეზოლუცია ქვეყნებს ახალისებს, მოახდინონ თავდაცვითი ზომების კოორდინაცია ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო მიმოსვლისთვის, მათ შორის კომერციული გემების ესკორტირებით.

აღნიშნული რეზოლუცია თავდაპირველი ტექსტის შერბილებულ ვერსიას წარმოადგენს, რომელიც ქვეყნებს სრუტეში უსაფრთხო ტრანზიტის უზრუნველსაყოფად, ძალის გამოყენების საშუალებას მისცემდა.

რეზოლუციას 11-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, ორმა თავი შეიკავა და ორი წინააღმდეგ წავიდა (რუსეთი და ჩინეთი).

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×