რეზონანსი
07.04.2026

მიმდინარე წლის 6 აპრილს, რუსთაველის ეროვნულ თეატრში რობერტ სტურუას სპექტაკლის - "ვეფხისტყაოსნის" პრემიერა გაიმართა. სპექტაკლი ქართული თეატრის გამორჩეული მოღვაწის, სანდრო ახმეტელის დაბადებიდან 140-ე წლისთავს ეძღვნება.

სპექტაკლს საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება და აჟიოტაჟი მოჰყვა.

"ხელოვნური ინტელექტის მიერ გაკეთებული ეროტიკაა "ვეფხისტყაოსნის" მიხედვით?“

„არ უნდა შეეხო „ვეფხისტყაოსანს“, არა!“

„ზოგი აქებს, ზოგი აძაგებს. მე რაც ვნახე აქ გაზიარებული, არ მომეწონა...“

„არ მითხრათ ახლა, რომ ეს "ვეფხისტყაოსანია". ღმერთო გვიშველე!“

„მე მომეწონა...“

„რუსთაველი რუსთაველს აღარ გავს და თეატრი თეატრს..." - წერენ სოციალურ ქსელში.

სპექტაკლს გამოეხმაურა ჟურნალისტი ნინო ჯღარკავაც:

,,ვერ ვაჩერებ ენას, ვიტყვი სიმართლეს და მერე მათრევენ… 

მოკლედ, დღეს ვიყავი რობიკო სტურუას სპექტაკლ ,,ვეფხისტყაოსნის ,,პრემიერაზე. პირდაპირ ვიტყვი არ მომეწონა, არ მომეწონა კი არა საშინელება იყო. როცა კავკასიური ცარცის წრე და რიჩარდი გაქვს დადგმული, მსოფლიო აღიარება გაქვს მოპოვებული, შენს საკუთარ საგანძურს ასე არ უნდა მოექცე. ვეფხისტყაოსანი სიმღერაცაა, პოემაც, სპექტაკლიც, შედევრიც და მას არ უნდა შეეჭიდო, აუცილებლად დამარცხდები. ხოდა ვერც მსახიობების ოსტატობამ მომხიბლა, საერთოდ მსახიობები ვერ დავინახე და ვერც მათმა უაზრო სირბილმა სცენაზე. თუ ვინმემ გაიგეთ რამე, მე ბოდიში, ეტყობა ჩემი ინტელექტი და გემოვნება ვერ ჩაწვდა იმ დიდ ჩანაფიქრს. 

დიდ რეჟისორებსაც მოსდით მარცხი და ჩათვალეთ ეს სტურუას მარცხია. ერთი რიგითი მაყურებლის მოსაზრებაა ეს და დანარჩენს თეატრის კრიტიკოსები იტყვიან! "ვეფხისტყაოსანი" იმდენად დიდია სცენაზე არ უნდა გააუპატიურო”.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×