
სამტრედია–აბაშის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გადარჩენილი ლიკა კუჭუხიძე ნოე სულაბერიძის გადაცემის სტუმარია.
ლიკამ იმ სამწუხარო ტრაგედიის შესახებ ისაუბრა, რამაც რამდენიმე თვის წინ სრულიად საქართველო შეძრა. შეგახსენებთ, რომ ლიკას მეუღლე აბაშაში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა.
„ბევრს ჰქონია, რომ ქორწილი იყო და ვგონკაობდით, ვხედავ ხოლმე რაღაც სტატუსებს, მსგავსი არაფერი ყოფილა, 25-ში ჩემი მეუღლე მეჯვარე უნდა ყოფილიყო. წინა დღეს გავაწყვეთ მანქანა, ძალიან ბედნიერები ვიყავით. ბაჩო სულ იძახდა, რომ ამ ქორწილში სასწაული მოხდება, რაღაც მაგარი მოხდებაო - ამას იძახდა. მოკლედ გავაწყვეთ მანქანა და მოვდიოდით. მახსოვს, რომ ბაჩომ დაიყვირა, ბიძია ეს რას შვრებაო... რომ ავიხედე მაღლა, წინიდან მანქანა იყო... ყველაფერი განათდა და სავარაუდოდ, ამ დროს მოხდა შეჯახება. მერე არაფერი არ მახსოვს, ყველაზე მძიმედ ვყოფილვარ მე, ჩემს სიკვდილს ელოდნენ ისე მძიმედ ვიყავი.
ჩემ გარდაცვალებას
ნოემბერში გავახილე თვალები, ერთი თვე ვიყავი ხელოვნურ კომაში, რამდენიმე დღე გათიშული. თვალები რომ გავახილე პირველი ის ვიკითხე - ბაჩო სად არის. თავიდან მომატყუეს, შენი ამბავი რომ გაიგო კიბიდან ჩამოვარდა და ფეხები მოიტეხაო. თითქოს დავიჯერე. ვიძახდი ხმა გამაგონეთ-მეთქი. გული გრძნობდა, ტვინს არ უნდოდა დაჯერება.
26 დეკემბერს ექიმმა მითხრა რომ ბაჩო აღარ იყო. მაშინაც ვერ დავიჯერე. ჩემი დედამთილი კარში რომ შემოვიდა, მთლიანად გაშავებული იყო, მითხრა - „ჩვენი ბაჩუნია აღარ არისო“, ყველაფერი ჩაქრა.
ბაჩო იყო ყველაზე ცუდ მდგომარეობაში, ვერ გადმოიყვანეს ვერანაირად. ბოლოს უთქვამს, ლიკუნიას მიმიხედეთო“, - იხსენებს ლიკუნა კუჭუხიძე.