რეზონანსი
05.04.2026

მომღერალ მერაბ სეფაშვილის ახლობლები სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებენ, რომ მისი მეუღლე, ნინო ჯურხაძე გარდაიცვალა.

„გარდაიცვალა უსაყვარლესი, უსათნოესი, ულამაზესი ადამიანი, ჩვენი სეფოს მეუღლე,  ნინიკო… ძალიან საწყენია! გისამძიმრებთ ოჯახს, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული…
პანაშვიდი 7 და 8 აპრილს არსენას ქ.11
დაკრძალვა 9 აპრილს,გამოსვენება ქაშუეთის ეკლესიიდან 15:00“, – დაწერა მუსიკოსმა მიხეილ ზაქარიაშვილმა.
ნინო ჯურხაძემ რამდენიმე წლის წინ ინსულტი გადაიტანა და მას შემდეგ ხანგრძლივ და რთულ მკურნალობას გადიოდა. „სარკე“ მერაბ სეფაშვილს ყოველი შეხვედრისას ეკითხებოდა

მეუღლის მდგომარეობის შესახებ. ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში გვითხრა, რომ რეაბილიტაციის პროცესი წინ მიდიოდა, იმედი იყო, მაგრამ…

– უკეთესობა არის. ნინოს თავდაპირველად ძალიან რთული მდგომარეობა ჰქონდა, ღვთის წყალობით, ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს წინ. ამას მარტო ექიმების დასკვნებით არ ვამბობ, გაუმჯობესება თვალნათლივ ეტყობა. იმედი მაქვს, მალე ყველაფერი კარგად იქნება. ჩემთვის ეს დიდი დარდია, მაგრამ ამასაც ოპტიმიზმით ვუყურებ

მძიმე ფორმის ინსულტი ჰქონდა და დრო სჭირდება. სახლში შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება, მაგრამ გარეთ მისი გასვლა ჯერ არ შეიძლება. უფლის წყალობით, ყველაზე ცუდი უკან დარჩა, იმედია, დრო მართლაც მკურნალი აღმოჩნდება და ნინო დაუბრუნდება ჩვეულ მდგომარეობას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×