რეზონანსი
05.04.2026

მოსამართლემ, ბუნებრივია, გადაწყვეტილება მიიღო იმ მტკიცებულებების საფუძველზე, რომელიც ჩვენი გამოძიების შედეგად იქნა მოპოვებული და გამოკვლეულ იქნა სასამართლოში, - ამის შესახებ მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმის პროკურორმა, ქეთევან სონიძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, საქალაქო სასამართლომ დაასრულა საქმის არსებითი განხილვა ბრალდებულების ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძისა და დემეტრე ჩიქოვანის მიმართ და 8 აპრილს გახდება ცნობილი, რა სასჯელს დააკისრებს მათ მოსამართლე.

"მოსამართლემ, ბუნებრივია, გადაწყვეტილება მიიღო იმ მტკიცებულებების საფუძველზე, რომელიც ჩვენი გამოძიების შედეგად იქნა მოპოვებული და გამოკვლეულ იქნა სასამართლოში. ეს მტკიცებულებები, ძირითადად, გახლავთ ის ვიდეოკამერის ჩანაწერები, რომელიც ასახავდა როგორც გიგა ავალიანზე თავდასხმის ფაქტს, ასევე - დიდ დიღომში მომხდარ, მრავალეპიზოდიან ჯგუფურ ძალადობებსა და მასში მონაწილეობებს. ასევე, იყო მიმოწერები... დაიკითხა არაერთი მოწმე. არსებობდა მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად", - განაცხადა სონიძემ.

გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული სამი არასრულწლოვანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო - სასჯელის განსაზღვრის სხდომა 8 აპრილს ჩაინიშნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×