რეზონანსი
05.04.2026

გარდაცვლილი მასწავლებლის გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული სამი არასრულწლოვანი ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე და დემეტრე ჩიქოვანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე, რომეო ტყეშელაშვილმა მიიღო.

რაც შეეხება სასჯელს, მისი განსაზღვრის სხდომა 8 აპრილს გაიმართება. სწორედ ამ დღეს გახდება ცნობილი, რამდენი წლის გატარება მოუწევთ არასრულწლოვანებს პენიტენციურ დაწესებულებაში.

მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილის გადაწყვეტილებით, ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე და დემეტრე ჩიქოვანი ბრალად წარდგენილ სამივე მუხლში დამნაშავედ იქნენ ცნობილი. კერძოდ კი, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ჯგუფურად, რასაც გარდაცვალება მოჰყვა, ასევე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მონაწილეობაში. დღევანდელ სასამართლო პროცესზე მხარეებმა დასკვნითი სიტყვით ისარგებლეს, რის შემდეგაც ბრალდებულებმა საბოლოო სიტყვები წარმოთქვეს.

ცნობისთვის, ალექსანდრე გაბაშვილს, გიორგი რიკაძესა და დემეტრე ჩიქოვანს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეოთხე ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს ჯგუფურად, რასაც გარდაცვალება მოჰყვა. მათ ასევე ბრალდება წარდგენილი ჰქონდათ სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მეორე ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×