რეზონანსი
05.04.2026

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებით, სერბეთში გაზსადენზე დივერსიის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია.

ორბანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ინციდენტი სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩთან განიხილა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, სერბეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა გაზის ინფრასტრუქტურის ობიექტში ძლიერი ასაფეთქებელი მოწყობილობა და მის ასაფეთქებლად საჭირო აღჭურვილობა აღმოაჩინეს.

„სერბეთის ხელისუფლებამ სერბეთისა და უნგრეთის დამაკავშირებელ გაზის კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურასთან ძლიერი ასაფეთქებელი მოწყობილობა და მისი გააქტიურების საშუალებები აღმოაჩინა. გამოძიება გრძელდება. დღეს შუადღისთვის თავდაცვის საგანგებო საბჭო მოვიწვიე", - დაწერა ორბანმა სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, მანამდე, სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ სერბეთის კანჯიჟას მუნიციპალიტეტში გაზსადენის მახლობლად ასაფეთქებელი ნივთიერებებითა და დეტონატორებით სავსე ზურგჩანთები აღმოაჩინეს. მისი თქმით, გაზსადენზე დივერსიის წარმატების შემთხვევაში, უნგრეთი და ჩრდილოეთ სერბეთი გაზის გარეშე დარჩებოდნენ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×