საქართველოსაც და აზერბაიჯანსაც შეეძლოთ, რომ მისთვის უბრალოდ თავი დაენებებინათ, მაგრამ მათ რევანშის სპეცოპერაცია დაგეგმეს და ყველაფერი გააკეთეს ერთი ადამიანის გასანადგურებლად - ჩვენ არ ვიცით ამ დრომდე სად არის აფგან სადიგოვი და რა ბედი ელის აზერბაიჯანში, როგორც კი გავიგებთ ამ ინფორმაციას, მოგაწვდით, - ამის შესახებ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის ადვოკატი, თამთა მიქელაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, „აფგან სადიგოვის საქმე არის პირველი შემთხვევა, როცა საქმეში ღიად და პირდაპირ იყო ჩართული საერთაშორისო სამართალი და საქართველოს სახელმწიფომ ის დაარღვია."
როგორც მიქელაძე აღნიშნავს, დაცვის მხარემ გუშინ ღამითვე აცნობა ევროპულ სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შესახებ და სთხოვეს, ახალი დროებითი ღონისძიების გამოცემა ამ საქმეზე საქართველოსთვის.
„ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება დროებითი გამოყენების შესახებ ძალაშია, სანამ მას ევროპული სასამართლო თავად არ გააუქმებს და არ დარწმუნდება, რომ პირის უფლებების დარღვევის რისკები აღარ არსებობს.
ამიტომ აფგან სადიგოვის საქმე არის პირველი შემთხვევა, როცა საქმეში ღიად და პირდაპირ იყო ჩართული საერთაშორისო სამართალი და საქართველოს სახელმწიფომ ის დაარღვია.
ჩვენ გუშინ ღამითვე ვაცნობეთ ამ გადაწყვეტილების შესახებ ევროპულ სასამართლოს და ვთხოვეთ ახალი დროებითი ღონისძიების გამოცემა ამ საქმეზე საქართველოსთვის.
აფგან სადიგოვს ციხიდან გათავისუფლების შემდეგ მუდმივად უნდოდა საქართველოდან გასვლა. მაგრამ მას გადაადგილების შეზღუდვა დაუწესა სასამართლომ, საქართველოს პროკურატურის მოთხოვნით. მის ოჯახს პოლიტიკური თავშესაფარი აქვს ევროპაში და სწორედ ოჯახთან გაერთიანება იყო მისი სურვილი და ინტერესი.
ჰუმანიტარული ვიზის გაცემის პროცესი დაწყებული იყო, მაგრამ ის საქართველოდან გასვლის აკრძალვის გამო შეჩერებული იყო. ამ დღეებში სწორედ ეს პროცესი დაჩქარებულად უნდა დაწყებული, აზერბაიჯანის მხრიდან ექსტრადიციის მოთხოვნის გაუქმების გამო.
მაგრამ, სასამართლომ ეს გარემოება მხედველობაში არ მიიღო და მხოლოდ იმის გამო, რომ თურმე აზერბაიჯანის ხელისუფლებას აფგან სადიგოვის პასპორტის დეაქტივირება მოუხდენია (სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შემდეგ, რატომ უნდა ყოფილიყო პასპორტი დეაქტივიტირებული ამის დასაბუთებაც არ წარმოადგინა შსს-მ), სადიგოვი პირდაპირ აზერბაიჯანში გააძევეს და ქვეყნიდან ნებაყოფლობითი გასვლის უფლებაც არ მისცეს.
საქართველოსაც და აზერბაიჯანსაც შეეძლოთ, რომ მისთვის უბრალოდ თავი დაენებებინათ, მაგრამ მათ რევანშის სპეცოპერაცია დაგეგმეს და ყველაფერი გააკეთეს ერთი ადამიანის გასანადგურებლად.
ჩვენ არ ვიცით ამ დრომდე სად არის აფგან სადიგოვი და რა ბედი ელის აზერბაიჯანში. როგორც კი გავიგებთ ამ ინფორმაციას, მოგაწვდით.
დარწმუნებული ვარ, ამ საქმეზე ევროპული სასამართლოს და მინისტრთა კომიტეტის რეაგირება უმკაცრესი იქნება", - წერს ადვოკატი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი ადმინისტრაციული წესით დააკავა. შსს-ს ცნობით, ის სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფისთვის იქნა დაკავებული. სახდელის სახით მას შეეფარდა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, საქართველოდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა 3 წლის ვადით. ადვოკატის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევების გადაწყვეტილება მიიღო ღამის 4:00 საათზე მიიღო.
საგამოძიებო უწყება განმარტავს, რომ ქართული მხარისთვის, რამდენიმე დღის წინ, ოფიციალური წყაროებით ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანის პროკურატურამ საქმეზე, რომელზეც სტრასბურგის სასამართლოს გაცემული ჰქონდა დროებითი ღონისძიება, სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა, შესაბამისად, საქართველოშიც შეწყვეტილია ყოველგვარი საექსტრადიციო პროცედურები, თუმცა შსს-ს დასძენს, რომ სადიგოვის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, სახდელის სახით, ჯარიმასთან ერთად, ითვალისწინებს საქართველოდან გაძევებას და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვას, შესაბამისად, აფგან სადიგოვი გაძევებულ იქნა თავის წარმოშობის ქვეყანაში და მას დაუწესდა საქართველოში შემოსვლის სამწლიანი აკრძალვა.