რეზონანსი
05.04.2026

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე, მეტროსადგურ „დიდუბეში“ მატარებლის ტექნიკური ხარვეზის გამო, მოძრაობა ზონალურად მიმდინარეობს. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

„მატარებლები მოძრაობენ მს „ვარკეთილიდან“ მს „სადგურის მოედნამდე“, ხოლო მს „სადგურის მოედნიდან“ მს „ახმეტელის თეატრამდე“ მგზავრთა მომსახურება შეჩერებულია. ხარვეზის აღმოსაფხვრელად ადგილზე ტექნიკური ჯგუფი გასულია. თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას“, - აღნიშნულია დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია შეფერხების გამო მგზავრებს ბოდიშს უხდის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×