რეზონანსი
04.04.2026

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ბოლო დღეებში შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ამ თემას არაკეთილსინდისიერი პირები სენსაციის შესაქმნელად იყენებენ.

„არაკეთილსინდისიერი პირები და პოლიტიკოსები, გარკვეული მედიასაშუალებები იყენებენ ამ თემას ხელოვნური ესკალაციის, არარსებული პრობლემის წარმოსაჩენად, გარკვეული სენსაციის შესაქმნელად, რომელიც, ვხედავთ, რომ რაღაც უმართავ ფსიქოზში გადადის საზოგადოების მცირე, მაგრამ გარკვეული ნაწილის მხრიდან. ეს რა თქმა უნდა, მიუღებელია. მეორე მხრივ, თუ ვინმეს აინტერესებს ობიექტური ინფორმაცია და გვერდში დგომა ამ საკითხთან დაკავშირებით, შესაბამისი უწყებები ღიაა და მათ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს საზოგადოებას", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×