
უფასო სასადილოებიდან მოპარული ფულის საქმე - თბილისის საქალაქო სასამართლოში აღნიშნული საქმის ფარგლებში დაკავებული კომპანიებსი 4 დირექტორის და ერთი თანამშრომლის პროცესი მიმდინარეობს. ბრალდებულების აღკვეთის ღონისძებაზე მოსამართლე მეია მელქაძე მსჯელობს.
პროკურატურა დაკავებულების მიმართ პატიმრობას ითხოვს.
პროცესის დაწყებამდე საქმის პროკურორმა, ირაკლი მარშანიამ არ გამორიცხა, რომ უფასო სასადილოებიდან მოპარული ფულის საქმეზე ბრალდებულ პირთა წრე შესაძლოა გაფართოვდეს.
სხვა ვერსიებზე და სხვა პირებზე მე ვისაუბრებ, რადგან გამოძიების ინტერესი შეიძლება დაზიანდეს - ამბობს მარშანია.
"აღნიშნულ კომპანიებს უფასო სასადილოებში უნდა გაეწიათ ბენეფიციარებისთვის სათანადო მომსახურება. თუმცა ისინი არღვევდნენ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს. აგრეთვე მიღება-ჩაბარებსი აქტებში მიუთითებდნენ, რომ რეალურზე მეტ ბენეფიციარს გაეწია კვებითი მომსახურება. აღნიშნული მუხლი ჯარიმასთან ერთად ითვალისწინებს 6-დან 9 წალმდე პატიმრობას და ბრალდების მხარე შუამდგომლობს, რომ ამ ეტაპზე ბრალდებულებს შეეფარდოთ პატიმრობა.
დღევანდელ პროცესზე ამ პირებთან დაკავშირებული საკითხები განიხილება. სხვა ვერსიებზე და სხვა პირებზე მე ვისაუბრებ, რადგან გამოძიების ინტერესი შეიძლება დაზიანდეს", - ამბობს პროკურორი.
სუს-ი ამბობს, რომ მოპარულია უფასო სასადილოებში გაჭირვებული ბენეფიციარების კვებისთვის გამოყოფილი მილიონები - დაკავებულია სამეწარმეო სუბიექტისა და მისი ქვეკონტრაქტორი კომპანიების 4 დირექტორი და ერთი თანამშრომელი.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2023-2026 წლებში შპს „Aladashvili & co“-სა და ქ. თბილისის ისნის, ჩუღურეთის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონების გამგეობებს შორის გაფორმდა, ჯამში, 12 ხელშეკრულება, რომლებიც შეეხებოდა მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეებისთვის უფასო სასადილოებით მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას, საერთო ღირებულებით - 26 513 573 ლარი.