
მიუხედავად ხუთკვირიანი ინტენსიური ავიაიერიშებისა, ირანი სამხედრო შესაძლებლობების მნიშვნელოვან ნაწილს ინარჩუნებს - აშშ-ის დაზვერვის შეფასებით, სარაკეტო გამშვები სისტემების დაახლოებით ნახევარი და ათასობით დრონი კვლავ მზადყოფნაშია, რაც რეგიონში ესკალაციის რეალურ საფრთხეს აჩენს.
ეს ინფორმაცია სიენენს სამმა წყარომ გადასცა, რომლებიც დაზვერვის მონაცემებზე ინფორმაციას ფლობენ.
„ისინი კვლავაც მზად არიან, მთელი რეგიონის მასშტაბით სრული ქაოსი გამოიწვიონ," - განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ ირანზე საუბრისას.
ამასთან,
აშშ-ის სადაზვერვო შეფასებაში შესაძლოა შედიოდეს ისეთი გამშვები სისტემებიც, რომლებიც ამჟამად მიუწვდომელია, მაგალითად მიწისქვეშა დანადგარები.
ირანი ჯერ ისევ ფლობს თასობით დრონს, საუბარია ქვეყნის დრონული შესაძლებლობების დაახლოებით 50%-ზე - აცხადებენ წყაროები, რომლებიც აღნიშნავენ, რომ ამას სადაზვერვო მონაცემებიც ადასტურებს.
ბოლო დღეებში შედგენილი ინფორმაცია ასევე აჩვენებს, რომ ირანის სანაპირო თავდაცვის მნიშვნელოვანი ნაწილი ისევ უცვლელია. წყაროების თქმით, ეს მოცემულობაა იმით აიხსნება, რომ აშშ-ს საჰაერო კამპანია ძირითადად სანაპირო სამხედრო ობიექტებზე მიმართულო არ იყო. მიუხედავად იმისა, რომ გემებზე იერიშები სწორედ აქედან ხორციელდებოდა.
საყურადღებოა, რომ ირანისთვის სწორედ ეს რაკეტები წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ შესაძლებლობას, რათა ჰორმუზის სრუტეში მიმოსვლა შეაფერხოს.
ეს სადაზვერვო მონაცემები ირანის მიმდინარე სამხედრო შესაძლებლობებზე უფრო მრავალფეროვან სურათს აჩვენებს, ვიდრე საჯაროდ გაკეთებული განცხადებები სამხედრო გამარჯვებაზე, რომლებიც ტრამპმა და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გააჟღერეს.
ოთხშაბათ საღამოს ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის „სარაკეტო და დრონების გაშვების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული, მათი იარაღის ქარხნები და სარაკეტო გამშვები სისტემები ნადგურდება და ძალიან ცოტა დარჩა."
ოთხშაბათის მონაცემებით, აშშ- ს ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ირანში დარტყმა 12,300-ზე მეტ სამიზნეზე განხორციელდა, წყაროების თქმით, სადაზვერვო მონაცემები აჩვენებს, რომ აშშ-ის სამხედრო ძალებმა ირანის სამხედრო შესაძლებლობები მნიშვნელოვნად შეამცირა.
საჯარო განცხადებებში პენტაგონი ყურადღებას ამახვილებს არა განადგურებული რაკეტების რაოდენობაზე, არამედ იმაზე, რამდენად შემცირდა ირანის მიერ განხორციელებული იერიშები. თავდაცვის მდივანმა ჰეგსეთმა 19 მარტს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა,
„ჩვენი ძალების წინააღმდეგ ბალისტიკური რაკეტებით განხორციელებული იერიშები კონფლიქტის დაწყებიდან 90%-ით არის შემცირებული. იგივე ეხება ერთმხრივი თავდასხმის უპილოტო აპარატებს , ე.წ. კამიკაძე დრონებს, რომლებიც ასევე 90%-ით არის შემცირებული."
ამ მასალასთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხად, თეთრი სახლის პრესსპიკერმა ანა კელიმ განაცხადა, რომ „ანონიმურ წყაროებს სურთ შეუტიონ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და დააკნინონ აშშ-ის სამხედრო ძალების ოპერაციები".