
ზურა შევარდნაძის სკნადალი ქვეყნის ფარგლებს გასცდა და ახლა მომხდარ შემთხვევას ქართველი ემიგრანტებიც აქტიურად ეხმიანებიან. ავსტრიაში მცხოვრები მაია მდინარაძე წერს:
„ამ ზურა შევარდნაძის გამკვირვებია, კაცო... ეს ბოლო 15 წელია, სულ მესმის მისი ფეოდალური უჟმურობა- ყიამყრალობის ამბები გარდენიაში მიმსვლელების მიმართ... გურული მაინც არ იყოს!
გურულები, ზოგადად, ისეთი ხალხი ვართ, აი, სახლში სულ რომ «გეთსამანია გვქონდეს დანთებული» და ერთმანეთს წალდებით დავდევდეთ დასაკლავად, როგორც კი სტუმარი მოადგება ალაგეს,
დიდიან-პატარიან-ძაღლიან-კატიანად ისე გევეფინებით გარეთ, იმისთანა ბედნიერი და გადაბრდღალულ-გაცისკროვნებული სახეებით, ვითომ, ო. ჭილაძის არ იყოს, მთელი ცხოვრება ამ ადამიანს ველოდებოდით მესიასავით და გვეღირსა და დაგვადგა საშველი და სახიდებელი...
და ამ ასე წარმატებულ კაცს, ამ თავის სამოთხეში, რამ დაუგროვა ამდენი აგრესია სტუმრების მიმართ?!
P.S. განსაკუთრებით ქალებს და ბაღნებს ერჩისო, ისიც გავიგე!
(არა, მე კი მაქვს ჩემი ვერსია, რამაც, მარა აქ ვერ დავწერ მაგას)", - დაწერა მაია მდინარაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე