
ბლოგერი გურამ შეროზია"გარდენია შევარდნაძის" დამფუძნებლის, ზურაბ შევარდნაძის გარშემო ატეხილ სკანდალს ეხმაურება:
"ძაან ტვინი წაიღო ამ ქართველი სელეგვრიტების გამოვარდნებმა ზურა გარდენიას დაცვის მიზნით, მესმის, რომ შესაძლოა, აზროვნება ზოგიერთების ძლიერი მხარე არაა, მაგრამ მე მაინც აგიხსნით:
1. Dedamisi rogor anerviuleet - დედა იმ ქალბატონსაც ჰყავდა და თავადაც არის დედა სავარაუდოდ. დამნაშავეებსაც ჰყავთ და რამეს რომ ჩაიდენენ, ანუ დედებმა რომ არ ინერვიულონ - ყველას მოვუხსნათ სასჯელი?
2. Shectoma vis ar mosvlia - კი, ყველას მოგვდის, მაგრამ მინიმუმ ვინანიებთ და ბოდიშს ვიხდით, დაინახეთ სინანული მისგან? ბოდიშსაც ხალხს გვიხდის და არა იმ ქალბატონს!
3. Mshromeli kacia amdens miagwia, profesionali! - ანუ, თუ საქმის პროფესიონალი ხარ - ბუ*ინგი გეპატიება და მხოლოდ უსაქმურები უნდა გავაკრიტიკოთ? თუ იშრომა და ფული იშოვა, ეს რამე ვალდებულებას უხსნის? მის პროფესიონალიზმს არავინ ვაკრიტიკებთ, გაუმარჯოს ღმერთმა!
4. Ras daesieT, aqamde sad ixaviT? - როცა გავიგეთ, მაშინ გვქონდა რეაგირება! დაიმახსოვრეთ, რომ ცნობადი ადამიანი არავისზე მეტი არაა და არც ვინმეს ჩაგვრის უფლება აქვს, გინდა გარდენია იყავი და გინდა ჯენიფერ ლოპესი!
5. Vinc shromobs is shecdomasac ushvebs! - ეს არაა შეცდომა, ესაა მენტალიტეტი, მაინდსეტი და ფასეულობა! ქალს რომ ხელს უბრახუნებ მაგიდაზე და “გაა*ვიო” უყვირი - შეცდომა ჰქვია ამას თუ არაკაცობა? ამიტომ მწარედ უნდა იგრძნოს ყველამ, რომ მეტას აღარ გაბედოს!
6. Мегобариа чеемии - გავიგეთ, ჩემს მეგობარს რომ დამართნოდა - მეც აღარ ჩავაჭერდი წიხლს, მაგრამ მინიმუმ გავჩუმდებოდი, შავზე თეთრიას მტკიცება და აბსურდული გაპრავებებით მეგობარს ჩა*მულს ვერ მოწმენთ, თავადაც გაისვრებით უბრალოდ.
თუ კიდევ რამეა გაუგებარი - რავი, ამაზე მეტად მე ვეღარ აგიხსნით" - წერს გურამ შეროზია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე