
ზურა შევარდნაძე ბოლო დროს მასთან დაკავშირებით გავრცელებულ ბრალდებებთან დაკავშირებით ვრცელ ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ არც მადლობის გადახდა უჭირს არასდროს და არც ბოდიშის მოხდა:
„არასდროს მადლობის და ბოდიშის თქმა არ გამჭირვებია. არ ყოფილა სხვა შემთხვევა, რომ დამგვიანებოდეს მადლობა და ბოდიში, მაგ ორ სიტყვასთან ერთად ვარ გაზრდილი. მეორე დღეს ამ ოპერაციიდან მივხვდი, რა ტრიალებდა ჩემს თავს. დაიწყო უცნაური დღეები. მივხვდი, რომ ადამიანებს უნდა ვაცადო, ვადროვო. არც ერთი კომენტარი არ წამიშლია, საოცრად გულის სატკენი ტექსტები დევს, კარგია, რომ დევს და შენახულია. ძალიან მომინდა, დამენახა, სადამდე შეიძლება მივიდეს აგრესია თუნდაც შემცდარი და ცუდად მოქცეული ადამიანის მიმართ. ამ დღეებმა აჩვენა უდიდესი ტკივილი, ძალიან მძიმე იყო ამ დღეებში შრომა. მძიმედ განვიცადე და ამ დღეებს ახლდა უდიდესი სიხარული და გაოცება. ბევრი ის ადამიანი, რომელიც ჩემ გვერდით უნდა ყოფილიყო, არ იყო ჩემ გვერდით. ბევრი ის ადამიანი, ვისი არსებობაც არ მახსოვდა, უბრალო ნაცნობები, მწერდნენ, მეფერებოდნენ, აცხობდნენ ნამცხვრებს, მოდიოდნენ აქ, ვხვდებოდი, რომ ეს ჩემს მხარდასაჭერად ხდება. ამის განცდა და გააზრება ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერებაა. მოსაწონია ამხელა მხარდაჭერა იმ გულისტკივილთან ერთად. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გაივლის და გავლილია.
ოპერაცია „მადონა“ დასრულდა. მე გავაგრძელებ ცხოვრებას ისე, როგორც შემიძლია. ამ დღეებმა მასწავლა, რომ რაღაც არ ვქენი სწორად აქამდე, ე.ი. უფრო მეტი სიფრთხილე მჭირდება, იმაზე მეტი სიყვარული უნდა გავცე და იმაზე მეტი ვიშრომო და მოვინდომო, ვიდრე აქამდე მომინდომებია. ჩემთვის ძალიან კარგი ჭკუის სასწავლებელი დღეები იყო. ამისთვის მადლიერიც კი ვარ. არც ერთი სიტყვა არაგულწრფელი ამ ჩემს საუბარში არ ურევია. დიდ შეურაცხყოფასთან ერთად, გახარებული ვარ, რომ გამოჩნდა ყველაფერი და ნათელი გახდა. თქვენ გიხდით ბოდიშს, იმ ადამიანებს, ვინც ასე შევაწუხე, ასე გული ეტკინათ ჩემი შეურაცხყოფის გამო. ამხელა ყურადღება რომ მივიპყარი, ამ უხერხულობისთვის ბოდიშს ვიხდი და მადლობას გიხდით ამხელა მხარდაჭერისთვის.
მშრომელი ადამიანების დაფასების მეტი რა ვიცი. ჩემ ირგვლივ სულ შრომაა. ჩემნაირი დამფასებელი მშრომელი ადამიანის, პატივისმცემელი, ჩემ ირგვლივ არ მეგულება. შევძელი ამდენი უარყოფის ატანა, შემაძლებინა სიყვარულის ფონზე, რამდენი ადამიანი გეგულებათ, ვინც ამას გაუძლებს? ამაზე ვინმეს უფიქრია? ასე ხელაღებით გადაუარო და გადმოუარო ადამიანს? ერთი კომენტარი მაჩვენეთ, სადაც ვინმეს რაიმე მივუთითე, ჭკუა ვასწავლე. კამერის წინ მორიდებით გაჩვენებთ, გიზიარებთ იმას, როგორც მე ვაკეთებ. უამრავი კეთილისმოსურნე ადამიანები მყავს, ვინც ჩემზე კარგად ერკვევა კომუნიკაციის საკითხებში, ეს რა დაწერე, ეს არ დაწერო. ეს იყო ჩემი არჩევანი, მენახა, ამხელა სიყვარულისგან, რომელიც მთელი ცხოვრება მეყოფა, როგორ შეიძლება, ადამიანების ნაწილმა, დედაჩემისტოლა ქალებმა, ასეთი სიტყვებით „შეგაქონ“ და მოგწერონ. ეს უნდა მენახა, როგორ შეიძლება სიყვარული გადაბრუნდეს და სიძულვილად გადაიქცეს.
ეს იყო დიდი გაკვეთილი ჩემთვის. თქვენ ეს იცოდეთ. ასეთი მნიშვნელობის დღეები არ მქონია. როგორ შეიძლება, უსაშველო სიყვარული გადაკეთდეს სიძულვილად, შურად, ზიზღად. უსაშველოდ მადლიერი ვარ მხარდაჭერისთვის. დედაჩემმა ინერვიულა ალბათ, ჩემი ოჯახის წევრებმა რა დააშავეს. ბოდიში, რომ აგაფორიაქეთ. გამოხატული სიყვარულისთვის მადლობა," - თქვა ვიდეომიმართვაში ზურა შევადნაძემ.