რეზონანსი
02.04.2026

ცხოველთა უფლებადამცველი, ტასო ლოსაბერიძე, გიგი უგულავას მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმად, ქუჩის ძაღლებთან ბრძოლის ერთადერთი მიზეზი ისაა, რომ საპროტესტო აქციებზე, “არასდროს ძაღლები არ არიან „ძაღლების“ მხარეს” და “არასდროს ძაღლები არ არიან რუსებისკენ”.

ლოსაბერიძე აცხადებს, რომ უგულავა ჯანსაღ პროტესტში შემოკედლებას ცდილობს მაშინ, როდესაც ყველას ახსოვს, რომ სწორედ მისი მერობის დროს, უსასტიკესი მეთოდებით იხოცებოდა ყველაზე დიდი რაოდენობით ძაღლი.

"უგულავა როგორ ბედავს ხმის ამოღებას? და ყველაზე ჯანსაღ პროტესტში შემოკედლებას?

მისი მერობის დროს იხოცებოდა ყველაზე დიდი რაოდენობით ძაღლი, თანაც უსასტიკესი მეთოდებით და ეს ყველას კარგად გვახსოვს, ამიტომ მკვლელების გვერდში დგომა არ გვჭირდება!

ცხოველების პროტესტი არ არის პოლიტიკური, მით უფრო, ბინძური პოლიტიკოსების, ასე რომ, ყველამ თქვენს დახოცილ ცხოველებს მიხედეთ და არ გაგვახსენოთ!” - წერს ტასო ლოსაბერიძე სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×