
ბლოგერი და ინფლუენსერი გურამ შეროზია სოციალურ ქსელში მიმართვას აქვეყნებს, რომლითაც „გარდენია შევარდნაძის“ ირგვლივ ატეხილ სკანდალს და საზოგადოების ვნებათაღელვას ეხმაურება.
ბლოგერის თქმით, მას პრეტენზიის ადრესატთან, ზურა შევარდნაძესთან წარსულში პირადი უსიამოვნო გამოცდილებაც აკავშირებს და მიიჩნევს, რომ მსგავსი ქმედება დამსაქმებლის მხრიდან სამუდამოდ უნდა დასრულდეს.
„საშინელებაა, რასაც ამ ვიდეოში ვისმენ და ეჭვიც არ მეპარება, რომ ზუსტად ასე იყო!
ამ კაცზე ბევრი ცუდი მსმენია და პირადადაც მქონია უსიამოვნება წლების წინ. მსგავსი ადამიანები უნდა დაქენსელდნენ, არავინ არავისზე მეტი არ არის და უხეშობა და უზრდელობა არავის უნდა შერჩეს.
დაე იყოს მაგალითი სხვებისთვისაც!“, - წერს გურამ შეროზია.
ცნობისთვის, ერთ-ერთმა მოქალაქემ 30 მარტს ცნობილი ფლორისტისა და მებაღის ზურა შევარდნაძის წინააღმდეგ შრომის ინსპექციაში საჩივარი შეიტანა და მისი განცხადებით, შესაბამის რეაგირებას ელოდება.
დაიჯესტი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე