რეზონანსი
29.03.2026

ამ მძიმე დღეებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა რა პროცესები მიდის საქართველოში, ჩვენს გარეშემო რა სიტუაციაა შექმნილი და ვის რაში სჭირდება საქართველო, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ. მან ეკლესიისა და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიოს წინააღმდეგ მიმდინარე კამპანია შეაფასა.

გიორგი ვოლსკის თქმით, ერთნი არიან, ვისაც საზარბაზნე ხორცად უნდა საქართველო, მეორენი ფიქრობენ, რომ საქართველო უნდა გადარჩეს ამ ძნელბედობის ჟამს და ასეთი იყო პატრიარქი.

„ხალხის ეს უწყვეტი ნაკადი სამების და სიონის მიმართულებით მიმართულებით არის ის, რაზეც დგას საქართველოს სტაბილურობა და გადარჩენის პერსპექტივა. არის ხალხის მეორე ნაწილი, რომელიც სულ ახლახან მიხაილ როთს უკრავდა ტაშს. ეს გაყოფა მოხდა ისე, რომ ვერანაირი უპირატესობა ვერ მოიპოვა იმ ფსევდო ლიბერალურმა ძალამ, რომელიც გვემუქრება", - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×