რეზონანსი
29.03.2026

Numbeo-ს 2026 წლის განახლებული მონაცემების მიხედვით, მსოფლიოს მასშტაბით კვერცხი ყველაზე ძვირი შვეიცარიაში, ყველაზე იაფი კი ინდოეთშია.

კვლევამ სტანდარტული ზომის კვერცხის (12 ცალი) ფასი 101 ქვეყანაში შეისწავლა. რეიტინგში საქართველო მე-60 ადგილზე მოხვდა.

მონაცემების თანახმად, საქართველოს მარკეტებში კვერცხის 12-ცალიანი შეფუთვა საშუალოდ, 2.46 აშშ დოლარი ღირს.

მეზობელ ქვეყნებს შორის საქართველოში კვერცხი ყველაზე ძვირია

აღსანიშნავია, რომ თუ კვლევას რეგიონულ ჭრილში შევხედავთ, სამეზობლოში კვერცხი ყველაზე ძვირი სწორედ საქართველოშია, ყველაზე იაფი - აზერბაიჯანში.

Numbeo-ს მიხედვით, კვერცხის ფასი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში, ასე გამოიყურება:

აზერბაიჯანი (90-ე ადგილი) - 1.60 აშშ დოლარი;

რუსეთი (88-ე ადგილი) - 1.66 აშშ დოლარი;

თურქეთი (72-ე ადგილი) - 2.10 აშშ დოლარი;

სომხეთი (62-ე ადგილი) - 2.41 აშშ დოლარი;

საქართველო (მე-60 ადგილი) - 2. 46 აშშ დოლარი.

ქვეყნები, სადაც კვერცხი ყველაზე ძვირია

მსოფლიოს 10 ქვეყანა კი, სადაც კვერცხი ყველაზე ძვირია, ასეთია:

შვეიცარია - 7.72 აშშ დოლარი;

ახალი ზელანდია - 6.20 აშშ დოლარი;

პუერტო რიკო - 5.53 აშშ დოლარი;

დანია - 5.01 აშშ დოლარი;

ნიდერლანდები - 4.96 აშშ დოლარი;

ლუქსემბურგი - 4.86 აშშ დოლარი;

ავსტრალია - 4.86 აშშ დოლარი;

ავსტრია - 4.85 აშშ დოლარი;

ნორვეგია - 4.83 აშშ დოლარი;

ისრაელი - 4.68 აშშ დოლარი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×