რეზონანსი
28.03.2026

ჩვენ თუ პოპულარიზაციის რისკებზე ვლაპარაკობთ, მაშინ ოსკარ უაილდი, რომელიც შემოქმედებაში ძალიან პირობითად უდგება ძალიან ბევრ რამეს, ელტონ ჯონი, ჯორჯ მაილკი, ფრედი მერკური - ყველა უნდა ავკრძალოთ, - განაცხადა გადაცემაში “ღია ეთერი - დებატები” პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორმა არჩილ გამზარდია.

გამზარდია “ქართულ ოცნებას” ადამიანის წინააღმდეგ ბრძოლაში ადანაშაულებს.

“რამდენი ოპერაცია გაკეთდა საქართველოში სქესის გადაკეთებაზე? თუ იცით, რომ საქართველოში არც ერთი მსგავსი ოპერაცია არ გაკეთებულა, რა პრობლემაც აქტუალური არ არის, რაც გამოწვევას არ წარმოადგენს, რატომ უნდა ვილაპარაკოთ ამაზე ამ ქვეყანაში? როცა არ არსებობს პრობლემა, როდესაც ხელისუფლება მუშაობს თემაზე, რომელიც მის ქვეყანას, როგორც გამოწვევა არ აქვს, რა არის მიზანი? ეს არის საზოგადოების დათრგუნვა, ინდივიადული თავისუფლების აღკვეთა”, - განაცხადა არჩილ გამზარდიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×