
„მე ავირჩიე ჩემი თავი, ჩემი შვილები და ჩემი შვილების წყნარი ცხოვრება... სწორი არჩევანი გავაკეთე, რადგან ჩემი შვილები ცხოვრობენ ძალიან ბედნიერად“, - ამბობს თამო ვაშალომიძე „პრაიმ ტაიმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
„ბევრი კითხვა იყო ყოველთვის ჩემ ბიზნესთან დაკავშირებით - კი, იყო თავიდან ქმარი, როდესაც სწორი მიმართულება მომცა, რომ ქარხანა მეპოვა, მაგრამ ამის გარდა არის პროდუქტები, პროდუქტებზე მუშაობა, მის შემადგენლობაზე მუშაობა, ხარისხზე... რაც არ უნდა ფულიანი მამაკაცი გყავდეს, ქალს აუცილებლად უნდა ჰქონდეს საკუთარი საქმე, რომ ვიღაცამ ყელში არ ამოუყვანოს ყოველი თეთრი და დაშორების შემდეგ ეს ყველაფერი არ აყვედროს, არ წაართვას“, - ამბობს თამო ვაშალომიძე და დასძენს, რომ ახლა მამაკაცზე საერთოდ არ ფიქრობს: „ის პერიოდი მაქვს, როცა მამაკაცზე საერთოდ არ ვფიქრობ, მე ჩემი შვილების წყნარი ცხოვრება ავირჩიე“.
შეგახსენებთ, გასულ წელს, თამო ვაშალომიძე მეუღლეს დაშორდა. მოდელი და ბიზნესვუმენი ორ შვილს ზრდის.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე