რეზონანსი
28.03.2026

გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის ფაქ­ტზე ერთ პირს ბრა­ლი წა­რუდ­გი­ნეს, ხოლო სამი პირი შე­სა­ბა­მი­სი დას­კვნის სა­ფუძ­ველ­ზე და­თხოვ­ნი­ლია უწყე­ბი­დან ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის ფაქ­ტზე ერთ პირს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნეს, ხოლო სამი პირი, შე­სა­ბა­მი­სი დას­კვნის სა­ფუძ­ველ­ზე უწყე­ბი­დან და­ი­თხო­ვეს.

ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

მათი ცნო­ბით, მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრო­მელ­მა, რომ­ლის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა­ში მარ­თვის უფ­ლე­ბის აღე­ბის მსურ­ვე­ლი პი­რე­ბის­თვის პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დის ჩა­ტა­რე­ბა შე­დი­ო­და, ბო­რო­ტად გა­მო­ი­ყე­ნა სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა და პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დის დროს მის მიერ ჩაჭ­რილ კან­დი­და­ტებს შეგ­ნე­ბუ­ლად აგ­ზავ­ნი­და მას­თან და­ახ­ლო­ე­ბულ პირ­თან პრაქ­ტი­კუ­ლი მე­ცა­დი­ნე­ო­ბე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად, სა­ი­და­ნაც მა­ტე­რი­ა­ლურ სარ­გე­ბელს იღებ­და.

„ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის ფაქ­ტზე ერთ პირს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა, ხოლო სამი პირი, შე­სა­ბა­მი­სი დას­კვნის სა­ფუძ­ველ­ზე და­თხოვ­ნი­ლია უწყე­ბი­დან. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრო­მელ­მა - 1977 წელს და­ბა­დე­ბულ­მა დ.ი-მ, რომ­ლის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა­ში მარ­თვის უფ­ლე­ბის აღე­ბის მსურ­ვე­ლი პი­რე­ბის­თვის პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დის ჩა­ტა­რე­ბა შე­დი­ო­და, ბო­რო­ტად გა­მო­ი­ყე­ნა სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა და პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დის დროს მის მიერ ჩაჭ­რილ კან­დი­და­ტებს შეგ­ნე­ბუ­ლად აგ­ზავ­ნი­და მას­თან და­ახ­ლო­ე­ბულ პირ­თან პრაქ­ტი­კუ­ლი მე­ცა­დი­ნე­ო­ბე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად, სა­ი­და­ნაც მა­ტე­რი­ა­ლურ სარ­გე­ბელს იღებ­და.

გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 332-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ასე­ვე, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში გა­მო­იკ­ვე­თა მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის: გ.ს-ს, ლ.ყ-ს და ა.ბ-ს მიერ დის­ციპ­ლი­ნუ­რი გა­დაც­დო­მის ნიშ­ნე­ბი, რაც ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი შე­მოწ­მე­ბის შე­დე­გად და­დას­ტურ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­დაც­დო­მის შე­დე­გად, მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მიერ სამ მო­ქა­ლა­ქე­ზე არას­წო­რად გა­ი­ცა მარ­თვის მოწ­მო­ბე­ბი.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის - გ.ს-ს, ლ.ყ-ს და ა.ბ-ს მი­მართ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქნა დის­ციპ­ლი­ნუ­რი სახ­დე­ლი - „სამ­სა­ხუ­რი­დან და­თხოვ­ნა“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×