რეზონანსი
28.03.2026

რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა, ალექსანდრე ნოვაკმა ენერგეტიკის სამინისტროს დაავალა მოამზადოს დადგენილების პროექტი 2026 წლის 1-ლი აპრილიდან ბენზინის ექსპორტის აკრძალვის შესახებ. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

როგორც რუსული მედია აღნიშნავს, აღნიშნული ძალისხმევა ბენზინზე ფასების სტაბილიზაციასა და შიდა ბაზრის მომარაგების უზრუნველყოფაზეა ორიენტირებული. რუსეთის ხელისუფლება ცდილობს, რომ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასმა არ მოიმატოს.

ბენზინის ექსპორტის აკრძალვა 31 ივლისამდე იმოქმედებს. ის გავრცელდება, როგორც მწარმოებლებზე, ისე არა მწარმოებლებზე, თრეიდერებზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×