რეზონანსი
27.03.2026

გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის ხელმძღვანელმა, შეერთებულ შტატებს მოუწოდა, "რაც შეიძლება მალე“ დაასრულოს ირანის დაწყებით სკოლაზე მომხდარი სასიკვდილო თავდასხმის გამოძიება და მისი შედეგები გაასაჯაროოს.

"დაბომბილი საკლასო ოთახებისა და მგლოვიარე მშობლების სურათებმა ნათლად აჩვენა, თუ ვინ იხდის ყველაზე მაღალ ფასს ომისთვის - მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებსაც არანაირი გავლენა არ ჰქონდათ კონფლიქტის გამომწვევ გადაწყვეტილებებზე“, - განაცხადა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, ვოლკერ ტურკმა ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე.

CNN-ის რეპორტაჟში, რომელიც მინაბში, შაჯარ-ე-ტაიბის სკოლაზე განხორციელებულ დარტყმას ეხებოდა, ნათქვამია, რომ აშშ-ის ძალებმა შეცდომით დაარტყეს ირანის დაწყებით სკოლას. მედიის ცნობით, შეცდომა გამოწვეული იყო ირანული სამხედრო ბაზის მდებარეობის შესახებ მოძველებული ინფორმაციის გამოყენებით.

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად სულ მცირე 168 ბავშვი და 14 მასწავლებელი დაიღუპა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×