
გიორგი ვაშაძე და შალვა პაპუაშვილი ერთმანეთს უპირისპირდენიან, პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციური ალიანსის მომავალთან დაკავშირებით „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის მიერ გაკეთებულ განცხადებას მწვავედ საჯაროდ აკრიტიკებს, რასაც ოპოზიციონერი პოლიტიკსისგან პასუხი მოჰყვა. მსგავსი ტიპის დაპირისპირებები კი ახალ დაძაბულ ფონს ქმნის პოლიტკურ ველზე და აჩენს კითხვებს აქვს თუ არა საერთოდ დიალოგს პერსპექტივა.
კამათის მიზეზი ვაშაძის განცხადება გახდა, რომ ოპოზიციურ ალიანსს „სამი მთავარი პრინციპი აქვს - პატიოსნება, პროფესიონალისმი და პატრიოტიზმი". პაპუაშვილმა კი დასძინა, რომ „პ"-თი დაწყებულ სიტყვებს ნუ გაეთამაშებიან, რადგან შეიძლება ამ რიგში „სხვა სიტყვებიც მოჰყვეს".
ამის შემდეგ გიორგი ვაშაძემ ფეისბუქზე შალვა პაპუაშვილი პოსტზე მონიშნა და უპასუხა:
„უზრდელობაში არ შეგეჯიბრები, მაგრამ ხომ იცი „მელას რაც ელანდებოდა, ის ესიზმრებოდაო", - დაწერა ვაშაძემ.
პაპუაშვილმა კი განაცხადა, რომ ვაშაძის „სამი პ"-ს განცხადება მოისმინა და სიტყვებს ნუ გაეთამაშებიან.
„გუშინ მოვისმინეთ ბატონი ვაშაძისგან სამი „პ" რომ არიან. აღარ მახსოვს, რომელი იყო პატიოსანი, პროფესიონალი, პატრიოტიო. არ ვიცი, პ-თი დაწყებულ სიტყვებს ნუ გაეთამაშებიან, შეიძლება სხვა სიტყვებიც მოჰყვეს ამ რიგში",-განაცხადა პაპუაშვილმა.
დასძენს, რომ ალიანსი, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის" რეინკარნაცია, რომელსაც ქართველი ხალხის მხარდაჭერა ვერ ექნება.
„ჩვეულებრივად, თავისი ხელით ჩამოკიდეს წითელი ნაჭერი ქართველი ხალხის თვალწინ იმისთვის, რომ მივხვდეთ, სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე. „ნაციონალური მოძრაობის" რეინკარნაციას ვაკვირდებით. „ნაციონალური მოძრაობა", რომელიც ფრაგმენტებად იყო დაშლილი, კვლავ დაუბრუნდა თავის საწყისებს, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას". ვუყურებთ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" „ცხრიანის" სახით, რომელმაც თავისი უწინდელი სახე დაიბრუნა „ნაციონალური მოძრაობის" გამორჩეული ლიდერების სახით, ყველას უკლებლივ თავისი წვლილი აქვს შეტანილი ანტიდემოკრატიული, ადამიანის მოძულე, ძალადობრივი რეჟიმის შექმნაში. ასეთი გროტესკული წარმონაქმნი გვაქვს ჩვენ. ვხედავთ, საიდანაც აქვთ მხარდაჭერა ქვეყნის გარედან. საერთო ჯამში, ეს კარგია იმ მხრივ, რომ ქართველი ხალხი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს",-განაცხადა პაპუაშვილმა.
- ვაშაძე: „ალიანსის სამი მთავარი პრინციპი, ესაა პატიოსნება, პროფესიონალიზმი და პატრიოტიზმი"
ამის შემდეგ, ვაშაძემ პაპუაშვილს კიდევ ერთხელ უპასუხა ეთერის საშუალებით.
„პაპუაშვილს უზრდელობაში არ და ვერ ავყვები, განცხადება ჩემთან ფეისბუქზეც დავწერე, რომ „მელას რაც, ელანდებოდა, ის ესიზმრებოდაო". „ოცნების" ამ რამდენიმე ათეული ადამიანის ხელწერაა სიბინძურე, უზრდელობა, ზიზღი, ტყუილი - ესაა, რითაც ეს ადამიანები გამოირჩევიან", - განაცხადა „ ტვ პირველთან" გიორგი ვაშაძემ.
ამასთან, ალიანსში შესული პარტია "ფედერალისტების" ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა ფეისბუქზე დაწერა, რა არის ალიანსის მთავარი პრინციპები.
„მეგობრებო, ალიანსის მთავარი პრინციპებია:
1. რეჟიმის არაღიარება
2. მოქალაქეების ინტერესების სამსახური ავტოკრატი ლიდერების ნაცვლად.
თვითქება ალიანსის პრინციპი არაა - ერევა ზოგიერთ სპიკერს და დაიკიდეთ.
ალიანსში შემავალი პარტიების პროფესიონალიზმს ამომრჩეველი შეაფასებს თავისუფალ არჩევნებში.
ალიანსი პროფესიონალიზმის ნიშნით არ შეკრულა.
P.S. გადახედეთ დოკუმენტს, თვითქებას ვერსად ამოიკითხავთ",- წერს ჩერგოლეიშვილი.
- პაპუაშვილი: „პ-თი დაწყებულ სიტყვებს ნუ გაეთამაშებიან, შეიძლება სხვა სიტყვებიც მოჰყვეს ამ რიგში"
მანამდე, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტ დიანა ტრაპაიძესთან განაცხადა, რომ ოპოზიციურ ალიანსს სამი მთავარი პრინციპი აქვს.
„ოპოზიციური ალიანსის სამი მთავარი პრინციპი, ესაა პატიოსნება, პროფესიონალიზმი და პატრიოტიზმი. საბოლოო ჯამში საზოგადოებამ უნდა შეაფასოს, მაგრამ ჩვენი მიზანია, რომ სწორედ ასეთი ადამიანები გავაერთიანოთ - ხალხი ვისაც უყვარს სამშობლო, ვისთვისაც მთავარია პატიოსნება და ვისაც უნდაპროფესიონალები ხალხის სამსახურში",- აცხადებს ვაშაძე.