|

საპატრიარქოს წინააღმდეგ მიმდინარე კამპანია მიზნად ისახავს ეკლესიისთვის სახელის გატეხას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საპატრიარქოს წინააღმდეგ კამპანია, დიდი ხანია, მიმდინარეობს.
„პატრიარქის სიცოცხლეშიც ხდებოდა. გახსოვთ, საპატრიარქოს ღობეებზე, კედლებსა და კარებზე წარწერებს აკეთებდნენ. უამრავი საზიზღარი გამონათქვამიც გახსოვთ. მეუფე შიოს წინააღმდეგ კამპანია მაშინაც გააჩაღეს, როცა პატრიარქმა თანამოსაყდრედ დანიშნა. ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოში ყველაზე სტაბილურად პოპულარული ინსტიტუტი მართლმადიდებლური ეკლესიაა, რომელიც, რა თქმა უნდა, ბევრს არ მოსწონს და ცდილობენ, ერის შემადუღებელი ორგანიზმი მოარღვიონ, რათა ქართველ ხალხზე ზემოქმედება მარტივად შეძლონ. მათი ეს მცდელობა რამდენად წარმატებულია, ნახეთ, როცა ასიათასობით ადამიანმა თავისი პატივისცემა ეკლესიას და პატრიარქს დაუდასტურა. მათი მცდელობები ფუჭი იქნება მომავალშიც. სახელმწიფო ამბობს, რომ პატრიარქის არჩევის პროცესში არ ჩაერევა და ასე უნდა გააკეთონ სხვებმაც. სინოდი საკმაოდ ძლიერი ორგანიზაციაა იმისთვის, რომ არავის დაექვემდებაროს და საკუთარი გადაწყვეტილება მიიღოს“, - განაცხადა შარმანაშვილმა.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|