რეზონანსი
27.03.2026

მეთოჯინე ირმა ფრანგიშვილი გადაცემაში „პოსტ ალიონი“ იმყოფებოდა, სადაც პატრიარქის თოჯინის შექმნის ისტორიაზე ისაუბრა. როგორც თავად აღნიშნა, თავდაპირველად შიშის გამო თავს იკავებდა, თუმცა დაახლოებით 1 წლის წინ ილია მეორის თოჯინა შექმნა.

სამწუხაროდ, სიცოცხლეში პატრიარქმა თოჯინის ნახვა ვერ შეძლო:

„ერთი წლის წინ შევქმენი. დიდი სიყვარული და პატივისცემა მქონდა მის მიმართ და მინდოდა, ის რაც მის სახეში იკითხებოდა, თუ როგორ დაიღალა, ჩამოიღვენთა ამ ჩვენი ლოცვით, თავისი სიბრძნით, სიყვარულით, სითბოთი, მძიმე ჯვრით, მის თვალებში ყოფილიყო.

ძალიან რთული იყო დაწყება, რამდენიმე წლის წინ დავიწყე ფიქრი, მაგრამ ვერ ვბედავდი, ვაი რომ არ გამომივიდეს... დავაზუსტე, რომ შეიძლებოდა ამის გაკეთება და გადავწყვიტე, გამეკეთებინა. სამწუხაროდ, ვერ მოვასწარი, ვერ მოვახერხე ენახა, ძალიან გული მწყდება ამაზე. მას ძალიან უყვარდა და აფასებდა ხელოვნებას, ამიტომ საინტერესო იქნებოდა მისი რეაქცია.

მუშაობას თავით ვიწყებ ხოლმე, რომ მოვხატე თვალები, უკვე დავინახე, რომ ილია მეორე მიყურებდა. დაახლოებით 2 თვე დამჭირდა“, - განაცხადა ირმა ფრანგიშვილმა.

დაიჯესტი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×