
გორის მუნიციპალიტეტში ავარიას 22 წლის ბიჭი, სპირიდონ ტატიშვილის ემსხვერპლა. შემთხვევა, ცოტა ხნის წინ, სოფელ კვარხითის გადასახვევთან მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რამაც ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია. დაშავებულია კიდევ ერთი მგზავრი.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე