ნატალია ჯვარიძე
25.03.2026

ლატვიასა და ესტონეთში რუსეთის მხრიდან დრონები შეფრინდნენ. დრონების ნამსხვრევებთან სპეციალისტები გაგზავნეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებული არავინაა. სავარაუდოდ, დრონები ლენინგრადის ოლქზე უკრაინის თავდასხმის შედეგად შეფრინდნენ ბალტიის ამ ორ ქვეყანაში.

ლატვიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, საჰაერო ძალებმა უცხოური დრონი დააფიქსირეს, რომელიც ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსეთიდან შეფრინდა. „ადრეული გაფრთხილების სისტემებმა კრასლავის მხარეში აფეთქების მსგავსი ხმა დააფიქსირეს", - ნათქვამია ლატვიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

თავდაცვის უწყებაში აღნიშნეს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა არ დაშავებულა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა არ დაზიანებულა. შავი ზღვის საერთაშორისო

უნივერსიტეტის პროფესორი, ნიკა ჩიტაძე ფიქრობს, რომ რუსეთის მხრიდან დრონების შეჭრა ნატომ უნდა აღკვეთოს.

„ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში ნატომ უნდა იაქტიუროს ისე, როგორც ირანის კონფლიქტთან დაკავშირებით ქნა, როცა რამდენიმე სარაკეტო ჭურვი თურქეთის ტერიტორიაზე ჩამოაგდო. ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე, განსაკუთრებით ლიეტუვაში, ლატვიაში, ფინეთში, ესტონეთსა და ნორვეგიაშო ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები უნდა გაძლიერდეს.

ამ ქვეყნებს, ლიეტუვის გარდა რუსეთთან პირდაპირი საზღვარი აქვთ და აუცილებელია ამის გაკეთება. მგონი ამ საკითხში ნატო უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს. თავის მხრივ, ევროკავშირი ჩართულია პროცესში, ვგულისხმობ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, მაგრამ საჭიროა ნატომაც გააკეთოს რაღაც",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×