მარიამ ვეკუა
24.03.2026

ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიაზე სამების საკათედრო ტაძარში მოხვედრა მხოლოდ სპეციალური საშვებით იყო შესაძლებელი, რასაც ოპოზიცია „ავტოკრატიულ სურათად" აფასებს. სასულიერო პირები კი ამტკიცებენ, რომ საშვების განაწილებაზე კონკრეტული მითითება არ არსებობდა.

პატრიარქის დაკრძლვის ცერემონიალზე, სამების ტაძარში მოხვედრა ბევრს სურდა, თუმცა დაკრძალვის კომისიამ თავიდანვე განაცხადა, რომ ტაძრის შეგნით შესვლა მხოლოდ საშვებით შეიძლებოდა. საშვები გაიცა პრესაზეც.

ბევრ ოპოზიციონერ პოლიტიკოსთან ერთად, ცერემონიაზე დასწრება ბევრმა სასულიერო პორმაც ვერ მოახერხა, თუმცა ეკლესიის ეზოში, დიდი ეკრანიდან, პირდაპირი ტრანსლაცია, რა ხდებოდა სამების შიგნით, უწყვეტად მიმდინარეობდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ტაძარში შესვლა პრესამაც ვერ მოახერხა, გამონაკლისი პირველი არხი იყო.

სამებაში ოპოზიციონერთა სიმწირე იყო. „ევროპული საქართველოს" ლიდერმა, გიგი წერეთელმა განაცხადა, რომ პატრიარქის დაკრძალვის დღეს სამებაში შესვლა მხოლოდ სპეციალურ საშვებით და მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის პირებისთვის იყო შესაძლებელი, რიტაც „ავტოკრატიული სურათი დაიხატა".

  • გიგი წერეთელი: „ისე უნდოდათ წარმოეჩინათ, თითქოს ადამიანების უზარმაზარი ნაკადები ერთი პოლიტიკური გემოვნების იყვნენ...პატრიარქს ეს არ მოეწონებოდა"

„ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ ძალიან სამწუხარო სურათი, რომელსაც პირადად მე ველოდი - ისევ ავტოკრატიული სურათი დაიხატა, ერთპარტიული, ერთი პოლიტიკური ჯგუფის, ერთი ადამიანის და ა.შ. ვეთანხმები არმაზ ახვლედიანს, რა თქმა უნდა, პატრიარქს ეს არ მოეწონებოდა, ის არ იყო ამგვარი შეხედულებების ადამიანი.

„როცა ხელისუფლებაში ვიყავით, ჩვენს გვერდით ყოველთვის იყვნენ ოპოზიციის წარმომადგენლები. არ ვამბობ, რომ ამ შემთხვევაში გულდაწყვეტილები ვართ, მაგრამ აქ მთავარი ხაზი სწორედ ისაა, რომ ანახო, შენ ხარ მეპატრონე, შენ ხარ ძლიერი, შენ ფლობ ამ სიტუაციას. ისე უნდოდათ წარმოეჩინათ, თითქოს ადამიანების უზარმაზარი ნაკადები ერთი პოლიტიკური გემოვნების იყვნენ, რაც არასწორია. რა თქმა უნდა, სხვანაირად შეიძლებოდა ამ ყველაფრის გაკეთება, ახლა ამაზე არ ვისაუბრებთ, მაგრამ ამ სურათმა აბსოლუტურად არადემოკრატიული შთაბეჭდილება დატოვა და არა იმგვარი, რაც უწმინდესის შეხედულებებში და თვისებებში ჯდებოდა."

დაკრძალვის დღეს „კოალიცია ცვლილებებისთვის" დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პატრიარქის უამრავ ნამდვილ ჭირისუფალს არ მისცეს შესაძლებლობა სამებაში მოხვედრის და ბიძინა ივანიშვილს სახეზე ეწერა- „მე ავაშენე, ჩემია და ვისაც მინდა, იმას შემოვუშვებო".

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×