რეზონანსი
23.03.2026

რამდენიმე დღის წინ ოზურგეთში, 4 წლის ბავშვი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, მას კარადა დაეცა. 

ლაითურის N2 საბავშვო ბაღი სოციალურ ქსელში გარდაცვლილი აღსაზრდელის ფოტოს და ვიდეოს აქვეყნებს და წერს:

"მთელი კოლექტივი სიტყვებს ვერ ვპოულობთ ამ აუტანელი ტკივილის გამოსახატად… ნიაკოს ნათელი ღიმილი, მისი ცელქი გამოხედვა და უსაზღვრო სითბოს გამოხატვა სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებში და ჩვენს ბაღში.

თეკლა, არ არსებობს სიტყვა, რომელიც ასეთ ტკივილს შეგიმსუბუქებს… მხოლოდ ის შეგვიძლია გითხრათ, რომ ვიზიარებთ შენს გაუსაზლის ტკივილს მთელი გულით. ღმერთმა მოგცეთ ძალა გაუძლოთ ამ უმძიმეს განსაცდელს. შენს გვერდით ვართ ყველა.

ნიაკო პატარა ანგელოზად გვექცა… და მისი ნათელი სული მუდამ ჩვენს გულებში დარჩება" - აღნიშნულია მიმართვაში.

„ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრი  ვუსამძიმრებთ დაბა ლაითური N2-ის საბავშვო ბაღს. გარდაიცვალა ჩვენი აღსაზრდელი ნიაკო დარჩიძე. 

შეუძლებელია სიტყვებით შეივსოს ის სიცარიელე, რაც ასეთ დროს რჩება“, - აღნიშნულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×