რეზონანსი
20.03.2026

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური განმარტავს, რომ ბრიტანეთი ირანის წინააღმდეგ საწყის დარტყმებში მონაწილეობას არ იღებდა და ფართო ომში ჩართვასაც არ აპირებს. მათივე ცნობით, შეერთებული შტატებისთვის ბრიტანული ბაზების გამოყენება დაშვებულია მხოლოდ კონკრეტული, თავდაცვითი და შეზღუდული მიზნებისთვის, ირანის მხრიდან მიმდინარე აგრესიაზე საპასუხოდ.

„ეს არის საუკეთესო გზა სასწრაფო საფრთხის აღმოსაფხვრელად და დიპლომატიისკენ დასაბრუნებლად“, - ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.

მანამდე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ სატელეფონო საუბარი გამართა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანთან, ივეტ კუპერთან. საუბრისას არაღჩიმ კოლეგას განუცხადა, რომ ბრიტანეთი აშშ-ს თავისი სამხედრო ბაზებით სარგებლობის საშუალებას თუ მისცემს, ეს აგრესიაში მონაწილეობად ჩაითვლება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×