რეზონანსი
19.03.2026

17 მარტს გარ­და­იც­ვა­ლა სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი ილია მე­ო­რე, რი­თაც დას­რულ­და ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფურ­ცე­ლი. სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის ის­ტო­რი­ა­ში სიმ­ბო­ლუ­რი დამ­თხვე­ვე­ბი ხში­რია, თუმ­ცა ბოლო დღე­ებ­ში სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ­მა ფო­ტო­ებ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო. ლა­პა­რა­კია ახალ­გაზ­რდა მო­ნა­ზონ­ზე, რო­მე­ლიც სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, ილია მე­ო­რეს ახლო ნა­თე­სა­ვია და მას ვი­ზუ­ა­ლუ­რა­დაც სა­ოც­რად ჰგავს.

2026 წლის 15 მარტს, პატ­რი­არ­ქის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ორი დღით ადრე, ბა­თუ­მის ყოვ­ლად­წ­მი­და სა­მე­ბის სა­ხე­ლო­ბის მო­ნას­ტერ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ეკ­ლე­სიო რი­ტუ­ა­ლი აღ­სრულ­და. ილია მე­ო­რეს ლოც­ვა-კურ­თხე­ვით, არ­ქი­მან­დრიტ­მა მაქ­სი­მემ (ბეჭ­ვა­ია) მო­ნაზვნად აღ­კვე­ცა მორ­ჩი­ლი გრი­გო­ლი (ნა­დი­ბა­ი­ძე). ახალ­გაზ­რდა ბერს სა­ხე­ლი ილია ეწო­და.

 ambebi.ge-ს ინფორმაციით. მო­ნა­ზო­ნი ილია (ერო­ბა­ში პა­ა­ტა ნა­დი­ბა­ი­ძე) პატ­რი­არ­ქის უახ­ლო­ე­სი გა­რე­მოც­ვი­სა და ოჯა­ხის წევ­რია. ის ილია მე­ო­რეს ძმის­შვი­ლის, ნა­ტა­ლია ში­ო­ლაშ­ვი­ლის შვი­ლია. ნა­ტა­ლია ში­ო­ლაშ­ვი­ლი კი ბა­თუ­მი­სა და ლა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლი­ტის, მე­უ­ფე დი­მიტ­რის (ში­ო­ლაშ­ვი­ლი) დაა. მან სუ­ლი­ერ გზა­ზე წი­ნაპ­რის სა­ხე­ლი აირ­ჩია.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­ო­ცე­ბა არა მ­ხო­ლოდ სა­ხელ­მა, არა­მედ ვი­ზუ­ა­ლურ­მა მსგავ­სე­ბა­მაც გა­მო­იწ­ვია. ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცე­ლე­ბულ კო­ლა­ჟებ­ში, სა­დაც ერ­თმა­ნეთს პატ­რი­არ­ქის ახალ­გაზ­რდო­ბი­სა და მო­ნა­ზო­ნი ილი­ას ფო­ტო­ე­ბია შე­და­რე­ბუ­ლი, მსგავ­სე­ბა აშ­კა­რაა - გა­მო­ხედ­ვა და სა­ხის ნაკ­ვთე­ბი ბევრს ილია მე­ო­რეს ახალ­გაზ­რდო­ბის წლებს აგო­ნებს.

მო­ნა­ზო­ნი ილი­ას გა­მო­ჩე­ნა ეკ­ლე­სი­ის წი­აღ­ში ბევ­რმა მორ­წმუ­ნემ ერ­თგვარ ნიშ­ნად და სუ­ლი­ე­რი მემ­კვიდ­რე­ო­ბის გაგ­რძე­ლე­ბად აღიქ­ვა.

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×