რეზონანსი
18.03.2026

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სავარაუდოდ სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ. როგორც ქაშუეთის მღვდელმსახურმა, მამა ელიზბარ ოდიშვილმა ცოტა ხნის წინ მედიასთან განაცხადა, ილია მეორის სურვილი 1978 წლიდან იყო, რომ მარად სიონის სიახლოვეს ყოფილიყო 

ცნობისთვის, ბოლო 7 პატრიარქი სწორედ სიონშია დაკრძალული. 

„ჯერ იქნება სიონის გადაწყვეტილება და მერე იტყვიან სად დაასვენებენ. მემგონი სამებაში გადაასვენებენ და მერე გადაწყვეტენ სად დასაფლავდება. მე ვიცი, რომ მას უყვარდა სიონი. მე ვიცი, რომ თავიდანვე, 78 წლიდან ჰქონდა გადაწყვეტილი სიონის სიახლოვეს ყოფილიყო მარადჟამს“, - განაცხადა მამა ელიზბარ ოდიშვილმა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×