რეზონანსი
17.03.2026

ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ისრაელ კაცი აცხადებს, რომ ირანის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ალი ლარიჯანი ლიკვიდირებულია. მისივე თქმით, ლარიჯანის სიკვდილის შესახებ ახლახან შეატყობინეს.

„ლარიჯანი და ბასიჯის მეთაური ლიკვიდირებულნი არიან და ჯოჯოხეთის უფსკრულში შეუერთდნენ განადგურების პროგრამის ხელმძღვანელს, ხამენეის და ბოროტების ღერძის ყველა ლიკვიდირებულ წევრს“, - განაცხადა კაცმა.

ირანულ მხარეს ალი ლარიჯანთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ირანის „ბასიჯის“ დანაყოფის მეთაური ღოლამრეზა სოლეიმანი მოკლეს. ცნობისთვის, გასულ კვირას ალი ლარიჯანი საჯაროდ გამოჩნდა. მან თეირანში მთავრობის მხარდამჭერ აქციებში მიიღო მონაწილეობა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×