რეზონანსი
17.03.2026

არსებული ინფორმაციით, აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით 80-მდე პირი დააკავეს არაოფიციალური ინფორმაციით, აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შარაბიძეებში სპეცოპერაციის შედეგად ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით 80-მდე ადამიანი დააკავეს.

სპეცოპერაციის დროს დაშავდა 68 წლის ქალი, რომელიც ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადაიყვანეს. სავარაუდოდ, ის, ერთ-ერთი დაკავებულის დედაა.

კლინიკა „ბაუ“-ში აცხადებენ, რომ სპეცოპერაციის ადგილიდან გადაყვანილი ქალი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ ბინაზე გაეწერა. მას ფეხზე მცირე, უმნიშვნელო დაზიანებები აღენიშნებოდა.

„68 წლის ქალბატონი შემოიყვანეს ფეხზე მცირე, უმნიშვნელო დაზიანებებით, დაუმუშავდა მედიკოსების მიერ და დახმარების აღმოჩენის შემდეგ გაეწერა. მას დაზიანებები მინის ნამსხვრევებით ჰქონდა მიყენებული“, - აცხადებენ კლინიკაში.

ცნობისთვის, აჭარაში უპრეცედენტო მასშტაბის სპეცოპერაცია ჩატარდა. მასში შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამსახურის ასეულობით წარმომადგენელი მონაწილეობდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×