რეზონანსი
17.03.2026

ადრეც დავწერე და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო - ვიქტორ ყიფიანი არის დადასტურებული თაღლითი, რომელმაც ისარგებლა ნდობით და ადვოკატობის დროს ბიძინა ივანიშვილს ფული მოჰპარა - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, ვიქტორ ყიფიანი, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ დამუშავებული აგენტი, ფრთხილად უნდა იყოს, რადგან საქმე ეხება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და  ქართველი ხალხისგან აგენტურას დანდობა არ ექნება.

„ადრეც დავწერე და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო - ვიქტორ ყიფიანი არის დადასტურებული თაღლითი, რომელმაც ისარგებლა ნდობით და ადვოკატობის დროს ბიძინა ივანიშვილს ფული მოჰპარა. ცხადია, ეს "მელკი ქურდბაცაცა" ფაქტზე წაასწრეს და მოპარული ფულის დაბრუნებასთან ერთად ბოდიშებიც ბევრი იხადა, ოღონდ არ დამიჭიროთო. პარალელურად არის უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ დამუშავებული და ყურით დაჭერილი აგენტი. ეს არის ფაქტები ვიქტორ ყიფიანის შესახებ. რასაც აკეთებს, აკეთებს ყველაფერს გარე კარნახით და ამიტომ, ვურჩევდი მას, რომ ძალიან ფრთხილად იყოს. ფრთხილად იყოს, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, რადგან ქართველი ხალხისგან აგენტურას დანდობა არ ექნება,“ - წერს ჩიხელიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×