რეზონანსი
17.03.2026

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია. კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელის სოფიო ასპანიძის თქმით, პატრიარქს ჩაუტარდა ენდოსკოპიური პროცედურა სისხლდენის შეჩერებისთვის და ის ახლა იმყოფება  ხელოვნული ძილის მდგომარეობაში. 

კათოლიკოს-პატრიარქი კავკასიის მედიცინის ცენტრში ღამის სამ საათზე შეიყვანეს. 

"პაციენტი გადმოყვანილი იქნა მასიური სისხლდენით. მას ჩაუტარდა ყველა დიაგნოსტიკური პროცედურა, რომელიც ესაჭიროებოდა სისხლდენის შეჩერებისთვის. ამჟამად პაციენტი იმყოფება კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. მისი ჰემოდინამიკური მაჩვენებლები არის არასტაბილური, საყურადღებო, თუმცა  მულტიპროფილური გუნდის მიერ ხდება მართვა და ამ მაჩვენებლების მაქიმალური დასტაბილურება. 

ენდოსკოპიური პროცედურა ჩაუტარა სისხლდენის შეჩერებისთვის. პაციენტი ამჟამად იმყოფება ამ პროცედურისთვის განსაზღვრულ მდგომარეობაში.  ეს არის ინტუბირებული მდგომარეობა. როგორც აღვნიშნე ჰემადინამიკური მაჩვენებლები არის არის არასტაბილური. 

პაციენტმა მოგვმართა დააახლოებით ღამის 3 საათამდე. სისხლდება შეჩერებულია. ჩვეულებრვიი პროცედურაა ახლა, რომ პაციენტი უნდა იმყოფებოდეს მოსვენებულ მდგომარეობაში. ეს არის ჩვენგან გამოწვეული ძილის მდგომარეობა, რათა ორგანიზმს მივცეთ საშალება ჰემოდინამიკური მაჩვენებლები  მაქსიმალრუად დასტაბილურდეს. დარჩება სააავადმყოფოში რამდენიც საჭირო იქნება", - განაცხადა სოფიო ასპანიძემ. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×