რეზონანსი
16.03.2026

 აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფრანგ კოლეგას, ემანუელ მაკრონს 10-ქულიან შკალაზე რვა ქულით აფასებს. ამის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ქვეყნის ლიდერს ჰკითხეს, ესაუბრა თუ არა ემანუელ მაკრონს კოალიციაზე ჰორმუზის სრუტის გასახსნელად, რასაც ტრამპმა დადებითად უპასუხა.

„დიახ, ვესაუბრე. ნულიდან 10-მდე შკალაზე ის რვა არის. არ არის იდეალური, მაგრამ ეს ხომ საფრანგეთია, ჩვენ არ მოველით იდეალურობას", - აღნიშნა ტრამპმა.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, დარწმუნებულია, რომ საფრანგეთი აშშ-ს დაეხმარება ჰორმუზის სრუტის გახსნაში.

„ვფიქრობ, რომ მაკრონი დაგვეხმარება ჰორმუზის სრუტის გახსნაში. ჩვენ ყველაზე ძლიერი ერი ვართ მსოფლიოში. ჩვენ გვყავს ყველაზე ძლიერი ჯარი. ჩვენ არ გვჭირდება არავის დახმარება. ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ ვნახო, ვის რა რეაქცია ექნება", - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×