რეზონანსი
16.03.2026

 დანიაში, ლიბერალური ალიანსის ლიდერმა ალექს ვანოფსლაგმა, Facebook-ზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც აცხადებს რომ პარტიის ლიდერობის დროს კოკაინს იღებდა. მან ეს აღიარება დანიური მედიის მხრიდან ზეწოლის შემდეგ გააკეთა.

"დიახ, პარტიის ლიდერობის დასაწყისში კოკაინის მიღება მიცდია. ეს ერთხელ ან ორჯერ მოხდა სადღესასწაულო გარემოში, რა თქმა უნდა, არასდროს სამსახურში ყოფნის დროს", - წერს ვანოფსლაგი, რომლის მემარჯვენე პარტია, 24 მარტის არჩევნების წინ, ბოლო გამოკითხვებში მესამე ადგილს იკავებს.

ამასთან, დანიის პრემიერ-მინისტრობის 34 წლის კანდიდატი აცხადებს, რომ ავადმყოფობის შემდეგ, მან ცხოვრების წესი შეიცვალა.

"სტრესთან დაკავშირებული ავადმყოფობის შემდეგ, ჭიქა ღვინის გარდა არაფერი დამილევია. ეს ის არ არის, რისი გაზიარებაც მსურს, რადგან ვიცი როგორ წარმოაჩენს ამას მედია. უკვე წარმომიდგენია გაზეთების სათაურები", - წერს ვანოფსლაგი და იმედოვნებს, რომ დანიელები მას შეაფასებენ "იმის მიხედვით, თუ ვინ ვარ დღეს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×