რეზონანსი
16.03.2026

"ევროკავშირის მხრიდან, "ქართულმა ოცნებამ" მორიგ ჯერზე მიიღო გაფრთხილება ყულევის პორტთან დაკავშირებით"- ამის შესახებ პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილემ, გერმანიის ელჩის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტთან დაკავშირებით განაცხადა.

ლევან სანიკიძის თქმით, დარწმუნებულია, რომ გერმანიის ელჩი, არსებობის შემთხვევაში, მტკიცებულებებთან დაკავშირებით დამატებით განმარტებებს გააკეთებს.

" ეს არის ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც, დარწმუნებული ვარ, რომ გერმანიის ელჩი დამატებით განმარტებას გააკეთებს, ასეთი მტკიცებულებების არსებობს შემთხვევაში.

რაც შეეხება ევროკავშირს, ევროკავშირის მხრიდან, "ქართულმა ოცნებამ" მორიგ ჯერზე მიიღო გაფრთხილება ყულევის პორტთან დაკავშირებით", - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში გერმანიის ელჩი ისევ არ აკონკრეტებს რა მტკიცებულებებზე საუბრობს ყულევის პორტთან დაკავშირებით. პიტერ ფიშერთან მმართველ გუნდს არაერთი კითხვა აქვს. ფიშერმა დღეს სოციალურ ქსელში ყულევის პორტთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ დაწერა.

ელჩი კვლავ ადასტურებს მის პოზიციას, რომ ყულევი ფიგურირებდა ევროკავშირის სანქციების ოფიციალურ წინადადებაში და მის მიმართ წარდგენილი იყო შესაბამისი მტკიცებულებათა პაკეტი, თუმცა მოგვიანებით საქართველოს ხელისუფლებისგან მიღებული წერილის შემდეგ სიიდან ამოიღეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×