
ვენერა ობოლაშვილი საკუთარ შვილს ძალადობაში ადანაშაულებს. ქალი, რომელსაც საზოგადოება მძიმე კრიმინალური წარსულით იცნობს, აცხადებს რომ ახლა თავად გახდა ძალადობის მსხვერპლი. კურიერი P.S.-მა ვენერა ობოლაშვილი და მისი შვილი ჩაწერა:
„წამომითაქებს ხოლმე. თუ არ გავიქეცი, შეიძლება ცუდი ამბები მოხდეს. არ მინდა ჯერ სიკვდილი... ძალაობის მსხვერპლი ვარ, აბა რა ვარ,“ - აცხადებს ვენერა ობოლაშვილი.
მისი თქმით, დახმარებისთვის პოლიციასაც მიმართა, თუმცა უშედეგეოდ.
„ფეხიც ჩალურჯებული მაქვს. ამომარტყა ფეხი... შემაკავებელი გამოწერეს მაგრამ რად გინდა, მეორე დღეს გამლახა. მოვიდნენ, ინსპექტორიც იყო, ყველანი, მაგრამ მეორე დღეს ისევ ისე, წამომითაქა.
შარშანაც იყო დაკავებული 2 თვით. შემდეგ მკითხეს, ქალბატონო ვენერა გავასამართლოთ თუ ვაპატიოთო - აპატიეთ მეთქი. მეგონა ჭკუაზე მოვიდოდა, მაგრამ უარესებს აკეთებს. სხვა რომ იყოს არაფროთ ვაპატიებდი, მაგრამ ჩემი შვილია. შვილს რა უნდა ვუქნა,“ - აცხადებს მკვლელობისთვის გასამართლებული ქალი.
დედასთან ჩხუბის ეპიზოდებს არ უარყოფს მაგრამ ამაზე ღიად არ საუბრობს ვენერა ობოლაშვილის შვილი.
„სცემთ ხოლმე?“ - ჰკითხა მას ჟურნალისტმა, რაზეც მამაკაცმა მიუგო, რომ “ხანდახან ყველა ჩხუბობს.“
როგორც ირკვევა დედა-შვილს კონფლიქტი სახლის გამო აქვთ. შვილს სახლის გაყიდვა და თბილისში საცხოვრებლად გადასვლა ზურს, რასაც ვენერა ობოლაშვილი არ თანხმდება.
რუსთავი 2