რეზონანსი
15.03.2026

რომის პაპი ლეო XIV ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

„ახლო აღმოსავლეთის ქრისტიანების და კეთილი ნების მქონე ყველა ქალისა და მამაკაცის სახელით: შეწყვიტეთ ცეცხლი! დიალოგის გზები ხელახლა გაიხსნას! ძალადობას ვერასდროს მიგვიყვანს იმ სამართლიანობამდე, სტაბილურობამდე და მშვიდობამდე, რომელსაც ხალხები ელოდებიან", - აღნიშნა რომის პაპმა.

მისი თქმით, ახლო აღმოსავლეთში მცხოვრები ხალხები ორი კვირაა ომის სასტიკ ძალადობას განიცდიან ორი.

„ათასობით უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა და მრავალი სხვა იძულებული გახდა, საკუთარი სახლები დაეტოვებინა", - აღნიშნა რომის პაპმა.

ამასთან, მან შეშფოთება გამოხატა ლიბანში არსებული ვითარების გამო.

„ვიმედოვნებ, რომ დიალოგის გზები გამოიძებნება, რაც ქვეყნის ხელისუფლებას დაეხმარება არსებული სერიოზული კრიზისის მდგრადი გადაწყვეტის განხორციელებაში, მთელი ლიბანელი ხალხის საერთო სიკეთისთვის", - აღნიშნა რომის პაპმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×