რეზონანსი
14.03.2026

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის განცხადებით, ირანში ომი გადამწყვეტ ფაზაში შედის და გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.

„მხოლოდ ირანელ ხალხს შეუძლია, დაასრულოს ეს მტკიცე ბრძოლის მეშვეობით, სანამ ტერორისტული რეჟიმი არ დაეცემა და ირანი არ გადარჩება“, - განაცხადა კაცმა.

აღნიშნული განცხადება კაცმა ისრაელის თავდაცვის არმიის („ცაჰალის“) გენერალური შტაბის ხელმძღვანელთან, გენერალ-ლეიტენანტთან, ეიალ ზამირთან და მაღალი რანგის სხვა სამხედროებთან შეხვედრის დროს გააკეთა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×