რეზონანსი
14.03.2026

კატარის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უსაფრთხოების მიზნით ქვეყნის რამდენიმე რაიონიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ამ ეტაპზე უცნობია, კონკრეტულად რა საფრთხეზეა საუბარი. ქვეყნის ხელისუფლების ინფორმაციით, ღამისა და დილის განმავლობაში  ორი რაკეტა ჩამოაგდეს.

მედიის ცნობით, ევაკუაციის მიზანია იმ ადგილების დაცვა, სადაც ამერიკული ეკონომიკური ინტერესებია კონცენტრირებული. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ირანმა ისინი იერიშების „ლეგიტიმურ სამიზნეებად“ მოიხსენია. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა გადაუდებელი შეტყობინებები მიიღეს მოწოდებით, დაუყოვნებლივ დაეტოვებინათ მუშაირიბი, დოჰას ცენტრალური რაიონი, სადაც მდებარეობს Google-ისა და American Express-ის ოფისები.

თვითმხილველების თქმით, ადამიანებს სასწრაფოდ მოუწიათ მიწისქვეშა ავტოსადგომებში გადასვლა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ Microsoft-ის კატარის ოფისთან დამატებითი დაცვა განალაგეს. სააგენტო „როიტერი“ იუწყება, რომ ნაწილობრივ ევაკუირებულია ის რაიონიც, სადაც ექვსი ამერიკული უნივერსიტეტის ადგილობრივი ფილიალებია განთავსებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×