რეზონანსი
13.03.2026

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ დღეს ირანზე ყველაზე მასიური დარტყმები განხორციელდება.

„პირველი დღიდან ჩვენი მეომრები იბრძოდნენ სიზუსტითა და სისწრაფით, დღეს კი, ირანსა და თეირანზე განხორციელდება ყველაზე მასიური დარტყმები ომის ისტორიაში. ინტენსივობა მხოლოდ იზრდება“, - აღნიშნა ჰეგსეტმა.

ირანის ახალი უზენაესი ლიდერის შესახებ საუბრისას ჰეგსეტმა განაცხადა, რომ ის დაჭრილია. ამის მტკიცებულებად მიიჩნევს იმას, რომ აიათოლა მოჯტაბა ხამენეიმ მხოლოდ წერილობითი განცხადება გამოაქვეყნა.

„ირანის ხელმძღვანელობა სავალალო მდგომარეობაშია. ისინი დამალული არიან, მიწისქვეშ იმალებიან. ახალი, ე.წ. უზენაესი ლიდერი დაჭრილია და სავარაუდოდ დასახიჩრებული. გუშინ მან წერილობითი განცხადება გამოაქვეყნა, ხმა არ ყოფილა, ვიდეო არ ყოფილა. რატომ? მგონი, თქვენც მიხვდებით. მამამისი მკვდარია. თვითონ შეშინებულია, დაჭრილია, გარბის და ლეგიტიმურობა არ აქვს. ვინ მართავს ირანს? შესაძლოა, თავად ირანმაც არ იცის“, - განმარტა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.

ცნობისთვის, ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ ახალი სულიერი ლიდერის, აიათოლა მოჯტაბა ხამენეის პირველ მიმართვა გუშინ გაავრცელა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×